national delicacy

გიორგობა კაბადოკიაში - მაისი ( დღიანი ტური)

  • ID: 28672
  • ნახვები: 14909
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/17
    დაბრუნება
    • 09/05/17
დამატებითი ინფორმაცია

გიორგობა წმინდა გიორგის სამშობლოში

 

კაბადოკიის დღეები გრძელდება <3

 

მოგზაურობის თარიღები 5-6-7-8-9 მაისი

გმადლობთ, რომ თქვენი მოგზაურობა ანდეთ Traveler Ge-ს, თქვენი ხელშეწყობით გპირდებით, რომ ტური იქნება დაუვიწყარი მოგონება თქვენს ცხოვრებაში.

 

ტურში შედის:

მგზავრობა ავტობუსით

ფოტოგადაღება

გიდის მომსახურება

შიდა ექსკურსიები

სასტუმრო 5*

საუზმე

ტურზე მოცემულ ყველა ღირსშესანიშნაობას ნახავთ გიდთან და გამყოლებთან ერთად, თუმცა თავისუფალი დროის მიღმა ნუ შეიზღუდებით და შეუშინდებით უცხო გარემოს, დამოუკიდებლად ისეირნეთ გორემეს ულამაზეს ქუჩებში.

გზის აბნევის შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ გააჩეროთ ადგილობრივი და ჰკითხოთ სასტუმროს გზა, თუმცა დამიჯერეთ, გორემეში დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დღე პირველი

• 05:00-13:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა ვალეს გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)

• 13:00-15:00 საბაჟო პროცედურები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.

• 15:00-17:00 გზად ტაო-კლარჯეთი ბანას ეკლესიისკენ გამგზავრება

• 17:00-18:00 ბანას ეკლესია — ს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას

• 18:00-07:00 გასვლა ბანადან გორემესკენ, 800 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.

დღე მეორე

• 07:00 ჩასვლა გორემეში.

• 07:00-10:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.

• 10:00-12:00 გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი, ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემეა, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ. გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს ღია მუზეუმი., გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან. ბილეთის ღირებულება 30 ლირა, ლირა ბნელი ეკლესია.

• 12:00-14:00 ჩავუშინი, ნიკოფორე ფოკას ეკლესია( ბილეთის ღირებულება 8 ლირა) -სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში, სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, ( შესვლა უფასოა) სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. 4 კილომეტრი გორემეს ღია მუზეუმიდან.

• 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).

• 16:00-19:00 თავისუფალი დრო, სადილი.

• 19:00-21:00 უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო. ბილეთის ფასი 6,5 ლირა. 5 კილომეტრი გორემედან.

• 21:00- დაბრუნება გორემეში. თავისუფალი დრო.

დღე მესამე

• დილით თავისუფალი დრო, საუზმე, გორემეში სეირნობა, შოპინგი, სუვენირების დათვალიერება.

• 12:00-14:00 ქალაქი ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. 5 კილომეტრი გორემედან. შესვლა უფასოა.

• 15:00-17:00 მუსტაფაფაშა-ბერძნების ქალაქი. 1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა და ახლა აქ ეთნიკური თურქები სახლობენ. ქალაქი არის ავთენტური სილამაზის,ნაკლებადაა დატვირთული და ათვისებული ტურისტებით, არის მშვიდი გარემო დასასვენებლად და ნამდვილი თურქული სულის შესაცნობად. 5 გილომეტრი ურგუპიდან.

• 17:00 დაბრუნება გორემეში. თავისუფალი დრო.

• 19:00 მზის ჩასვლის წერტილი გორემეში. (Sunset view point).

დღე მეოთხე

• 11:30 სასტუმროდან გამოსვლა

• 11:30-14:00-შოპინგი გორემეში, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ ველოტური, კვადროციკლის ტური, ცხენებით გასეირნება და ა.შ. ველოსიპედის ქირაობა ერთი საათი შეადგენს 20 ლირას, მოტოციკლეტის 20 ლირას, კვადროციკლის 40 ლირას, ცხენის 50 ლირას.

• 15:00 გამომგზავრება გორემედან თბილისისკენ. 24 საათი.

გზად ტაო კლარჯეთში ერთ ძეგლსაც ვნახავთ შევარჩევთ დროის მიხედვით

დღე მეხუთე

23:00 თბილისში დაბრუნება.

(Scroll down for English)

Visit the churches and underground cities early in the morning, at midday or near closing to bypass the tour groups . Particularly at the underground cities, a guide is beneficial as we can explain what happened in the bare stone chambers.

#privatetour #gettingyourguid #derinkuyuundergrandcity #ihlaravalley #hostestour #travellingwithme #explore #cappadocia

Take a tour to Cappadocia, Turkey and immerse yourself in historical marvels stretching back to the dawn of civilization.

Cappadocia offers travelers a wealth of adventures, whether you're a history buff or bold explorer. Take a hot air balloon ride over the stunning chimney rock formations that pepper the landscape, or attempt the summit of Uchisar Rock Castle for a panoramic view of the valleys below. Gaze at the colourful frescoes in Goreme open air museum, and meander with your Tour Guide through the ancient underground cities of Derinkuyu and Kaymakli.

You can choose from the Exclusive Travel offered by Tours or feel free to suggest alternative places and activities. Your local guide is eager to customize your private tour so that you get to see exactly what you want in ancient, evocative Turkey. #travelwithbestlocalguide #TravelwithNev #exploringhistory #reliaseculturetourwithguide #privatetour #shoppingtour #goremeopenairmuseumtour #derinkuyuundergtandcity #mexico #turkey #trip

Cappadocia is a fairytale land in the centre of Turkey. Soft volcanic rock has eroded to create a moon-like landscape of unique rock formations including the conical spires known as fairy chimneys. The multi-coloured canyons and valleys are stunning places to hike and are dotted with cave churches and homes carved into the rock that have been inhabited for thousands of years.

There’s a lot to do in Cappadocia. It’s an extensive region with many different towns and attractions, and numerous hikes through the varied landscapes.

Many of you don’t enjoy trying to see everything in a short space of time and prefer to explore at a more relaxed pace.

#privatetour #privatetourguide #exploring #cappadocia #mashrooms #fairy #chimneys #landscape #beautiful #joinguide #exploremycountrywithme #gülsehir #goreme #avanos #undergrandcities #valleys #churshes #localfoods #kebabs

This is a magnificent landscape. On a small hike to the top to enjoy the views we looked around at the cliffs, the caves, the unique landscape as far as the eye can see. Such a serene location. We just loved being here to take it all in.

#rosevalley #redvalley #meskendervalley #cappadociavalleys #hiking #walkingaround #privatehiking #landscape #natural #sunshineday ????????????????

------------------------------

დასაჯავშნად დაგვიკვშირდით

ბაკური

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/17
    დაბრუნება
    • 09/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა