national delicacy

საბერძნთი ევრო

  • ID: 28761
  • ნახვები: 9907
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/17
    დაბრუნება
    • 16/05/17
დამატებითი ინფორმაცია

370 ევრო საბერძნეთი- განსაცვიფრებელი მეტეორა და ჰალკიდიკის ულამაზესი პლაჟები
დაბალი ფასების და საოცარი მოგზაურობების შემქმნელებისაგან!!
იწყება სრულიად ახალი, განსხვავებული და ორგანიზებული მოგზაურობა და ეს მხოლოდ ჩვენთან !!
ჩვენ ხომ ყოველთვის პირველები ვამბობთ !!
ჩვენთან ფასები განახლებადი არ არის, და არ ვწერთ X თანხას და საბოლოოდ არ გიჯდებათ 4X თანხა! (როგორც პრაქტიკულად ყველგან)
თქვენი საყვარელი თანამეგზური Visa Travel იწყებს ევროპულ ტურებს, ისეთივე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეს, როგორც აქამდე გთავაზობდით ში და მის ფარგლებს გარეთ .
ზღვაზე წავიდე და ოქროსფერ სანაპიროზე გავირუჯო? თუ მთაში,ბუნებასთან სიახლოვე უფრო მჭირდება? ან იქნებ შემეცნებითი ტური ჯობია- რომელიმე დიდი ქალაქის ისტორიული სანახაობების მოვლა ? ეს ის კითხვებია,ნანატრი შვებულების გამოყენებამდე საკუთარ თავს რომ ვუსვამთ ხოლმე თითოეული ჩვენგანი . Visa Travel  გათავისუფლებთ ამ დილემისგან და გთავაზობთ სამს ერთში : სალონიკი(საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი), მეტეორა ( უდიდესი და უძველესი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც განთქმულია თავისი ადგილმდებარეობით - მთის სვეტების თავებზე) და ჰალკიდიკი ( ულამაზესი ნახევარკუნძული ოქროსფერი ქვიშით)
პერიოდი:09.05.2017-16.05.2017
საბერძნეთის მოგზაურობას უნიჭიერესი ჟურნალისტი და გამოცდილი მოგზაური: Sally Janelly გაუწევს გიდობას
დღე პირველი- 9 მაისი:
ვიკრიბებით ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტში, ღამის 4 საათზე (დაუგვიანებლად), გაფრენამდე 2 საათით ადრე, იმისთვის რომ დროულად გავიაროთ რეგისტრაცია.
07:45 წუთზე (საბერძნეთის დროით) ჩავფრინდებით სალონიკში და განვთავსდებით სასტუმროში.დასვენების,გამოკვებისა და მოწყობის შემდეგ, 12 საათზე ვიკრიბებით სასტუმროს შესასვლელთან და მივეშურებით სალონიკის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
ვიწყებთ 34 მეტრიანი თეთრი კოშკით,სადაც 75 ვიზიტორზე მეტი არ დაიშვება ,შემდეგ მივეშურებით არქეოლოგიური მუზეუმისკენ,იქიდან კი ბიზანტიური კულტურის ცენტრისკენ.
შემდეგ მივდივართ ციმისკის ქუჩაზე,რომელიც მთავარ შოპინგ ცენტრს წარმოაგდენს. აქ სურვილის შემთხვევაში ვყიდულობთ სუვენირებს და ა.შ და ვსტუმრობთ არქიტექტურულ შოურუმს.
შემდეგ კი მივდივართ ელექტრა ფალას ჰოთელში,საიდანაც ყველაზე ლამაზი ხედი იშლება ქალაქზე და ოლიმპოს მთის დანახვაცაა შესაძლებელი.
დღე მეორე: 10 მაისი
მეტეორას ტური
მეტეორა მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ,მეათე საუკუნეში აშენებული სამონასტრო კომპლექსია,რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი.
გამაოგნებელად ლამაზი ბუნების წიაღში,მთებზე ასვეტილი 6 მონასტრის დათვალიერებლად სასტუმროდან დილის 9 საათზე გამოვალთ და მატარებლით გავემართებით ჯერ პარაიფალსარასკენ,იქიდან კი კალაბაკაში.
სალაშქრო მანძილი - 8 კილომეტრი.
4 საათზე უკან,კალაბაკაში დავბრუნდებით,წავიხემსებთ და დავიძვრებით უკან,სალონიკში.
დღე მესამე: 11 მაისი
ვიკრიბებით სასტუმროს წინ 11 საათზე და მივემართებით ანტიკური კათედრალის სანახავად,შემდეგ ვესტუმრებით ვლატადონის მონასტერს და დევიდის კოშკს,გავისეირნებთ ისტორიულ დიკასტირიონის სკვერში და სურვილის შემთხვევაში მოვიწყობთ საკრუიზო ტურს .
სალონიკი მთელ მსოფლიოში კულინარიული კუთხითაა ცნობილი, ამიტომ საღამოს ,სურვილის შემთხვევაში ,ადგილობრივ კერძებს დავაგემოვნებთ.
დღე მეოთხე: 12 მაისი
11 საათზე ვტოვებთ სასტუმროს და კომფორტული ავტობუსებით მივეშურებით ჰალკიდიკის სანეხავარკუნძულზე სადაც საოცარი სანაპირო ზოლი და ოქროსფერი ქვიშები გველოდება.
3 საათზე განვთავსდებით კომფორტულ აპარტამენტებში,სანაპიროდან 5 წუთის სავალზე.გარუჯვისა და დასვენების შემდეგ,საღამოს ,სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად გავეშურებით ღამის ბულვარით დასატკბობად .
დღე მეოთხე- 13 მაისი
მთელ დღეს მივუძღვნით გარუჯვას, პლიაჟის თამაშებს . საღამოს ვესტუმრებით გასართობი ატრაქციონების პარკს და სუვილის შემთხვევაში,ადგილობრივ ზღვის დელიკატესებს დავაგემოვნებთ.
დღე მეხუთე- 14 მაისი
მთელ დღეს მივუძღვნით გარუჯვას, პლიაჟის თამაშებს . საღამოს ნახევარკუნძულის ცენტრს ვესტუმრებით.
დღე მეექვსე- 15 მაისი
კიდევ ერთ მზიან დღეს გავატარებთ ჰალკიდიკის ოქროსფრად მოელვარე სანაპიროზე .
ღამე დავიძვრებით სალონიკისკენ,კომფორტული ავტობუსით.
დღე მეშვიდე: 16 მაისი
08: 20 წუთზე მოვფრინავთ მშობლიურ ში. ქუთაისის აეროპორტში ვიქნებით ადგილობრივი დროით 11:50 წუთზე.
ფასში შედის:
*ავიაბილეები-ორივე გზა (ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი)
*სასტუმროები
*ქალაქებს შორის გადაადგილება
*შიდა მოგზაურობის ორგანიზება
*გიდი
*ფოტო გადაღება
*საბუთების მომზადება და ა.შ.
ღირებულებაში არ შედის :
*ქალაქებში შიდა ინდივიდუალური გადაადგილება
*კვება
ვიმეორებთ!!! ჩვენი შემოთავაზება არის ყოველგვარი განახლებადი ფასების და საკომისიოების გარეშე !! - ფასი შენარჩუნდება და არ განახლდება!!!
რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით:

სალომე

ქეთი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/17
    დაბრუნება
    • 16/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა