national delicacy

ბულგარეთი ევრო - ოქროს ქვიშები

  • ID: 28762
  • ნახვები: 6323
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/17
    დაბრუნება
    • 30/05/17
დამატებითი ინფორმაცია

300 ევრო ბულგარეთი, ოქროს ქვიშები
დაბალი ფასების და საოცარი მოგზაურობების შემქმნელებისაგან!!
იწყება სრულიად ახალი, განსხვავებული და ორგანიზებული მოგზაურობა და ეს მხოლოდ ჩვენთან !!
ჩვენ ხომ ყოველთვის პირველები ვამბობთ !!
ჩვენთან ფასები განახლებადი არ არის, და არ ვწერთ X თანხას და საბოლოოდ არ გიჯდებათ 4X თანხა! (როგორც პრაქტიკულად ყველგან)
სოფია-ოქროს ქვიშები-ნესებარი
პერიოდი:23.05.2017-30.05.2017
ბულგარეთის მოგზაურობას უნიჭიერესი ჟურნალისტი და გამოცდილი მოგზაური: Sally Janelly გაუწევს გიდობას
თქვენი საყვარელი თანამეგზური Visa Travel იწყებს ევროპულ ტურებს, ისეთივე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეს, როგორც აქამდე გთავაზობდით ში და მის ფარგლებს გარეთ
ერთ-ერთი პირველი ტური გადავწყვიტეთ ისტორიული სანახაობებისა და თვალწარმტაცი სანაპიროს ტანდემი ყოფილიყო ,ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ და თქვენი ჯადოსნური დასვენებისთვის ამ ნიშნით ბულგარეთი შევარჩიეთ.
დღე პირველი- 23 მაისი:
ვიკრიბებით ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტში, დილის 10 საათზე (დაუგვიანებლად), გაფრენამდე 2 საათით ადრე, იმისთვის რომ დროულად გავიაროთ რეგისტრაცია.
14:10 წუთზე (ბულგარეთის დროით) ჩავფრინდებით სოფიას საერთაშორისო აეროპორტში,საიდანაც ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი მანძილი 7 კილომეტრია და განვთავსდებით ისტორიულ,ყველაზე ცნობილ,ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ სასტუმროში.
სასტუმროში ერთსაათიანი განტვირთვის შემდეგ,მოვივლით ვიტოშის ბულვარს,რომელიც კულტურული ცენტრისა და შოპინგ მოლის ფუნქციებს ერთად ითავსებს , ვნახავთ ივან ვაზოვის თეატრს და სხვა რამოდენიმე ღირსშესანიშნაობას ,დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს და ენერგიას მოვიტოვებთ მეორე დღისთვის,რომ სოფიას ყველა მნიშვნელოვანი ძეგლის მოვლა და ისტორიის მოსმენა შევძლოთ.
დღე მეორე; 24 მაისი
სასტუმროდან გავდივართ დილის 11 საათზე.
მოვივლით ანტიკური სერდიკას ტერიტორიას, ვნახავთ წმინდა სოფიას ძეგლს,წმინდა ჯოზეფის კათოლიკურ კათედრალს,წმინდა პეტკას უძველეს ეკლესიას, ბაშის მეჩეთს,სოფიას სინაგოგას, სოფიას ცენტრალურ მარკეტ ჰოლს, მინერალურ წყაროებს,უძველეს საზოგადო აბანოს,კომუნისტური პარტიის სათავო ოფისს, ანტიკური სერდიკას ღია მუზეუმს, ცოტახნით შევისვენებთ სითი გარდენის ჩრდილიან პარკში,დავათვალიერებთ ნაციონალურ არქეოლოგიურ მუზეუმს,არტ გალერიასა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს,ვესტუმრებით მავზოლეუმს ,სოფიასებურ ,,მშრალ ხიდს“ ნაციონალური სუვენირების შესაძენად და ამის შემდეგ ვისიამოვნებთ თავისუფალი დროით იმისთვის რომ დავისვენოთ და სურვილის შემთხვევაში საღამოს სოფია ვათვალიეროთ უსასრულოდ. ამ სილამაზის მობეზრება გამორიცხულია.
დღე მესამე - 25 მაისი
დილის 11 საათზე ვტოვებთ სასტუმროს და კომფორტული ავტობუსებით მივეშურებით სანი ბიჩისკენ,სადაც საოცარი სანაპირო ზოლი და ოქროს ქვიშები გველოდება.
5 საათზე განვთავსდებით კომფორტულ აპარტამენტებში,სანაპიროდან 5 წუთის სავალზე.დასვენების შემდეგ,სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად გავეშურებით ღამის ბულვარით დასატკბობად .
დღე მეოთხე- 26 მაისი
მთელ დღეს მივუძღვნით გარუჯვას, პლიაჟის თამაშებს . საღამოს ვესტუმრებით გასართობი ატრაქციონების პარკს და სუვილის შემტხვეაში,ადგილობრივ ზღვის დელიკატესებს დავაგემოვნებთ.
დღე მეხუთე- 27 მაისი
სანი ბიჩიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს ნესებარის ნახევარკუნძული.
ნესებარი-ეს არის ბულგარეთის ანტიკური ნაწილი,რომელიც მრავალი ცივილიზაციის აკვნად ითვლება. მთელი ნახევარკუნძული თავისი მნიშვნელობის გამო მსოფლიო მემკივიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მას იუნესკო იცავს. შუადღის 2 საათისთვის სწორედ ნესებარის შემოსავლელად გავეშურებით და 6 საათისკენ დავბრუნდებით უკან,სანი ბიჩზე.
დღე მეექვსე- 28 მაისი
კიდევ ერთ მზიან დღეს გავატარებთ სანი ბიჩის ოქროსფრად მოელვარე სანაპიროზე .
დღე მეშვიდე- 29 მაისი.
შუადღის 2 საათზე ვიკრიბებით სასტუმროსთან და ვბრუნდებით სოფიაში.
დღე მერვე- 30 მაისი
დილის 12:00ზე გვექნება გასვლა (ტრანსფერი) სოფიას აეროპორტისკენ, საიდანაც გამოვემგზავრებით მშობლიურ ში.
ღირებულება: 300 ევრო
ფასში შედის:
*ავიაბილეები-ორივე გზა (ქუთაისი-სოფია-ქუთაისი)
*სასტუმროები
*ქალაქებს შორის გადაადგილება
*შიდა მოგზაურობის ორგანიზება
*გიდი
*ფოტო გადაღება
*რეალური სავიზო მხარდაჭერა (საბუთების მომზადება და ა.შ.)
ღირებულებაში არ შედის :
*ქალაქებში შიდა ინდივიდუალური გადაადგილება
*კვება
ვიმეორებთ!!! ჩვენი შემოთავაზება არის ყოველგვარი განახლებადი ფასების და საკომისიოების გარეშე !! - ფასი შენარჩუნდება და არ განახლდება!!!
რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით:

სალომე
ქეთი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/17
    დაბრუნება
    • 30/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა