national delicacy

შვეიცარია - ალპები - ავსტრია - ლიხტენშტეინი o

  • ID: 28764
  • ნახვები: 12731
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/17
    დაბრუნება
    • 21/05/17
დამატებითი ინფორმაცია

ზღაპრული შვეიცარია - ალპები - ავსტრია - ლიხტენშტეინი
Keep silence and enjoy in Switzerland ...Like and share
18-19-20-21 მაისი
ჯგუფური მოგზაურობის ღირებულება 390 ევრო
დაბალი ფასების და საოცარი მოგზაურობების შემქმნელებისაგან!!
იწყება სრულიად ახალი, განსხვავებული და ორგანიზებული მოგზაურობა და ეს მხოლოდ ჩვენთან !!
ჩვენ ხომ ყოველთვის პირველები ვამბობთ !!
ჩვენთან ფასები განახლებადი არ არის, და არ ვწერთ X თანხას და საბოლოოდ არ გიჯდებათ 4X თანხა! (როგორც პრაქტიკულად ყველგან)
ეს ხომ ჯადოსნური, საოცნებო ალპებია
მოგზაურობას გამოცდილი მეგზური:ქეთი ბერძენიშვილი გაუწევს გიდობას
თქვენი საყვარელი თანამეგზური Visa Travel იწყებს ევროპულ ტურებს, ისეთივე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეს, როგორც აქამდე გთავაზობდით ში და მის ფარგლებს გარეთ
ერთ-ერთი ჩვენი მოგზაურობა გადავწყვიტეთ ისტორიული სანახაობებისა და თვალწარმტაცი ალპების ტანდემი ყოფილიყო, ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ და თქვენი ჯადოსნური დასვენებისთვის ამ ნიშნით კიდევ ერთი: ცენტრალური ევროპა შევარჩიეთ.
1 დღე:
იკრიბებით ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტში დილის 11 საათზე. რეგისტრაციისთვის 2 საათით ადრე
 ( სურვილის შემთხვევაში )Jჩაფრენა 18:00 საათზე მემინგენის ( მიუნხენ ვესტი) აეროპორტში. აეროპორტიდან ტრანსფერი მემინგენის სადგურამდე და სადგურიდან გავემგზავრებით ავსტრიის ქალაქ ბრეგენცში, რომელიც არის ფორალბერგის მიწის დედაქალაქი, იგი მდებარეობს ბოდენს ტბის სანაპიროზე. ეს ის ტბაა რომელიც სამი ქვეყნის ( ავსტრია, გერმანია და შვეიცარია ) საზღვარზე მდებარეობს. დავბინავდებით სასტუმროში და საღამოს გავისეირნებთ ბოდენის ტბის სანაპიროზე, დავათვალიერებთ ღამის ბრეგენცს და დავაგემოვნებთ ავსტრიულ ლუდს 
ავტობუსი - 3 ევრო
მატარებელი - 15 ევრო
ჩასვლა 22:00 საათზე
2 დღე:
გამგზავრება შვეიცარიის ყველაზე ცნობილ, მყუდრო და მწვერვალებში ჩაძირულ კურორტ ცერმატში (Zermatt) , საიდანაც ალპების ულამაზესი ხედი იშლება. ეს ის ცერმატია, საიდანაც პენინის ალპებს ნახავთ და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს შვეიცარიის ალპების სავიზიტო ბარათი მატეჰორნის მთა (Mattehorn) ( 4478 მ), რომელიც მდებარეობს შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე. ეს ადგილი ასევე განთქმულია ალპინიზმით.
მთელი დღის განმავლობაში დავათვალიერებთ კურორტს, გადავიღებთ უამრავ ფოტოს და ჩავისუნთქავთ ალპების ჰაერს. საღამოს კი ემოცებით დატვირთული გავშლით კარვებს და გავატარებთ უფანტასტიურეს ღამეს პენინის ალპებში და მწვერვალების სამყოფელში...
3 დღე:
ვემშვიდობებით ცერმატის სამოთხეს, კარვებს, ვაწესრიგებთ ჩვენს ნივთებს და მივემგზავრებით ევროპის ჯუჯა სახელმწიფოში, ლიხტენშტაინში, რომელიც მდებარეობს შვეიცარიასა და ავსტრიის შუაგულში, მდინარე რაინის სანაპიროზე. მოვინახულებთ „უდიდეს“ ქალაქლებს ვადუცსა (დედაქალაქი) და შაანს. ვნახავთ ვადუცის ციხესიმაგრეს და ქვეყნის ერთადერთ ტბას Gampriner See-ს.
შემდეგ მივემგზავრებით ასევე ულამაზეს ქალქა ლინდაუში, რომელიც ასევე ბოდენის ტბის სანაპიროზე მდებარეობს (გერმანია), ვათვალიერებთ ამ პატარა და ულამაზეს ბავარიის ქალაქს და ვბინავდებით სასტუმროში.
4 დღე:
საუზმე, მომზადება და გამგზავრება მემინგენის აეროპორტში
--------------------------------------------
ღირებულებაში შედის:
* ავიაბილეთები
* სასტუმრო
* საუზმე
* გამოცდილი ქართულ და გერმანულენოვანი გამყოლი გიდი
* ალპების მთებში კომფორტულ კარავში განთავსება
* ფოტოგადაღება
-------------------------------
ღირებულებაში არ შედის:
* მატარებლით გადაადგილებები რომელის 35 ევროს შეადგენს
* საღამოს კვება
----------------------------------
ასევე მოქმედებს უპროცენტო განვადება ს ბანკში!
დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით:

558 - 37-00-33 ან

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/17
    დაბრუნება
    • 21/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა