national delicacy

დღიანი დაუვიწყარი ტური სტამბულში ( - - აპრილი)

  • ID: 29017
  • ნახვები: 20111
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/04/17
    დაბრუნება
    • 23/04/17
დამატებითი ინფორმაცია

სტამბული – ქალაქი ევროპის და აზიის გასაყარზე. :*
------------------------------------------------------------------------
21 - 22 - 23 აპრილს (პარასკევი, შაბათი, კვირა) "გაიცანი ", გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს სტამბულში.

ტურის განრიგი: 

21 აპრილი, პარასკევი - პირველი დღე:

06:00 საათზე გაფრენა თბილისის საერთ. აერ-დან.
07:45 საათზე ჩაფრენა სტამბულში, ათათურქის აეროპორტში. (თურქეთის დროით).
დაბინავება სასტუმროში. 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს. მოვინახულებთ:

✔ აია სოფია ( მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ. აქ შესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა)
✔ ბაზილიკა ცისტერნა – 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინეპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახულია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები.
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ლურჯი მეჩეთი (ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული. )
✔ ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი)
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი
✔ წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.)

18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

22 აპრილი, შაბათი - მეორე დღე: 

საუზმე - 09:00 საათზე.

✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. 
✔ უძველესი საათების მუზეუმი
✔ ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ქალაქის ეს ადგილი ცენტრალური ჰაბია ტურისტებისთვის) 
✔ გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔ გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
✔ ეგვიპტური სუნელების ბაზარი (რაჰათ-ლუქუმისა და ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები და ფერად-ფერადი ჩირები. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულები, აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგები.

19:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო

23 აპრილი, კვირა - მესამე დღე:

საუზმე - 09:30 საათზე.

✔ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
✔ მსოფლიო საპატრიარქო

14:00 საათიდან - თავისუფალი დრო.

23:55 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
03:20 საათზე დაბრუნება თბილისში (ქართული დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

1) ავიაბილეთი ორივე მიმართულებით
2) ტრანსფერი (ათათურქის აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით)
3) სასტუმრო ქალაქის ცენტრში - 
4) საუზმე
5) კვალიფიციური გიდი

ფასში არ შედის დარჩენილი კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება კრუიზის ჩათვლით ჯამში შეადგენს 
50 - -ს. 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა
-------------------------------------------------------------------------------
ჩაწერის ბოლო თარიღია 20 მარტი.

ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ როგორც საზღვარგარეთის პასპორტით, ასევე აიდი ბარათით სარგებლობა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/04/17
    დაბრუნება
    • 23/04/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა