national delicacy

გაზაფხულის ერთი დღე ,,ხევი-ყაზბეგი’’

  • ID: 29120
  • ნახვები: 6931
complogo
ორიჯინალ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/04/17
    დაბრუნება
    • 02/04/17
დამატებითი ინფორმაცია

,,გამოგვყევი და აღმოაჩინე ’’ ყაზბეგში

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ერთ დღიან კულტურულ-პილიგრიმულ ტურს ხევი-ყაზბეგის მიმართულებით.

შეკრების და გასვლის დრო: 02.04.2017. 07:30-08:00-საათი.

შეკრების ადგილი: თბილისი, დიდუბე (სამთო ქიმიის შენობის მოპირდაპირე მხარე)

ღირსშესნიშნავი ადგილები:
***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი
***გუდაურის პანორამული გადმოსახედი
***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი-(მჟავე წყლები)
***სოფელი სნო (ტაძარი და სნოს (ღუდუშაურის) ციხე)
***გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი
***გველეთის ჩანჩქერი
***დარიალის ხეობა (სამონასტრო კომპლექსი)

---08:00 საათზე დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. ანანური ს გვიანფეოდალური ხანის (,,XVI-XVIII საუკუნეების’’) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში თავმოყრილია შემდეგი საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები

---ანანურის დათვალიერების შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ სოფელი სნოს მიმართულებით. გზად კი აუცილებლად შევჩერდებით გუდაურის პანორამულ გადმოსახედთან და ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინთან. ზღვის დონიდან 2197 მეტრზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდებაროებს. გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წარმოქნის.

---12:00 საათისთის ჩავალთ სოფელ სნოში. სოფელში მოვინახულებთ ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარს და XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებულ სნოს იგივე ღუდუშაურის ციხე-სიმაგრეს. ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. სნოდან გახლავთ სრულიად ს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

---მოვინახულებთ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს და გავემართებით გერგეთის სამების სამონასტრო კომპლექსისკენ. 13:00 საათისთვის ვიქნებით სტეფანწმინდაში საიდანაც ფეხით გავივლით დაახლოებით 2 კილომეტრიან მარტივი სირთულის გზას და ავალთ გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). გერგეთის სამება ბრიტანული გამოცემის The Telegraph-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეკელსიების ათეულშია შეყვანილი კავკასიონის ულამაზეს მთებში მდებარეობისა და განუმეორებელი არქიტექტურის გამო.

---დავტკბებით ენით აღუწერელი სილამაზით, დავბრუნდებით სტეფანწმინდაში და ტრანსპორტით გავაგრძელებთ მოგზაურობას დარიალის ხეობაში. გზად გავჩერდებით სოფელ გველეთთან, ფეხით გავივლით 700 მეტრიან მონაკვეთს, და ვნახავთ გველეთის ჩანჩქერს. რის შემდეგაც 16:00 საათისთვის მივალთ დარიალის ხეობაში მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსში.

---კავკასიისთვის დარიალის ხეობას უდიდესი სამხედრო გეოგრაფიული დანიშნულება ჰქონდა. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა. ხეობაში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომელთა შორის დომინირებს მაღალი მთის პალეოგლაციალური, ვულკანური და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი, ფიჭვნარი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები. ხეობის სიგრძე 11 კილომეტრია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე ათას მეტრს აღემატება.

---დავტკბებით დარიალის ხეობის სილამაზით და გამოვემგზავრებით ჩვენი საყვარელი დედაქალაქისკენ. 22:00-23:00 სათისთვის დავბრუნდებით თბილისში.

ფეხით გასავლელი მანძილი დღის განმავლობაში: 3-4 კილომეტრი. სირთულე-მარტივი

ტურის ღირებულება გახლავთ:20 ქართული ლარი
ღირებულებაში შედის:
---მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
---2 პროფესიონალი გიდი
---ფოტო-ვიდეო გადაღება
---ერთჯერადი ჭურჭელი
ღირებულებაში არ შედის:
---კვება (ინდივიდუალური). დღის განმავლობაში შეგვიძლია მოვაწყოთ ერთობლივი პიკნიკი ან დღის ბოლოს თბილისისკენ მომავალ გზაზე დავსხდეთ რესტორანში და მივირთვათ უგემრიელესი ხინკალი.

სავალდებულო წესები:
--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.
--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება
--დაუშვებელია საუბარი: პოლიტიკაზე
--დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება გადაადგილების დროს

სასურველია თან გქონდეთ:
--მცირე ზომის ზურგჩანთა
--საწვიმარი
--მოსახერხებელი ფეხსაცმელი

ადგილის დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო მობილურის ნომერი:
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი Facebook-ის გვერდი
-----------------------------------------------------------------------------------
გამოგვყევი, აღმოაჩინე და შეიყვარე ,,Follow us and Discover Georgia-გამოგვყევი და აღმოაჩინე ’’-სთან ერთად

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ორიჯინალ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/04/17
    დაბრუნება
    • 02/04/17