national delicacy

,,კ ა პ ა დ ო კ ი ა

  • ID: 29291
  • ნახვები: 14531
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/17
    დაბრუნება
    • 31/03/25
დამატებითი ინფორმაცია

      ეს არ უნდა გამოტოვთ

  ,,გთავაზობთ ტურებს  თურქეთში ,,კ ა პ ა დ ო კ ი ა"

თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი ...

უცებ კარგავ რეალობის განცდას ...

წარსულს აქ განსაკუთრებულად გრძნობ ...

ცაში აზიდული კლდეები მარადიულ ქებას აღუვლენს უფალს ...

წმინდა გიორგის გმირობის ამბებს ჰყვებიან ტაძართა ფრესკები ...

აქ წმინდა ნინო მოევლინა ქვეყანას ...

აქ დაიწყო მან პირველად უფლის დიდება ...

გაძლევთ შანსს მოხვდეთ მისტიკურ კაბადოკიაში

  • პირველი დღე:      

06:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით

10:00 - 11:00 საბაჟოს პროცედურები

გამგზავრება ტაო-კლარჯეთისკენ. მოვინახულებთ ბანას ტაძარს რის შემდეგაც გავემგზავრებით კაბადოკიის მიმართულებით. გზად, ქალაქ ერზინჯანში, გავჩერდებით სასტუმროში ღამის გასათევად.

21:00 დაბინავება 3* სასტუმროში. ღამისთევა.

  • მეორე დღე:    

10:00 დაბინავება 4* სასტუმროში, საუზმე (დასვენება 4 - 5 საათი)

15:00 - 20:00 მოვინახულებთ Goreme-ს ღია ცისქვეშ მუზეუმს, მონკის ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს.

21:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. (ვისაც სურს Turkish Night-ზე წასვლა 21:00 – 00:00)

  • მესამე დღე:    

08:00 საუზმე სასტუმროში

09:00 - 19:00 გავემგზავრებით Ihlara-ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuy-ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს.

20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

  • მეოთხე დღე:  

07:00 საუზმე სასტუმროში

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ "გიუზელრუთს" – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწის ქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა. კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping-ით.

გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით. ღამისთევა ტრაპზონში 3* სასტუმროში.

  • მეხუთე დღე:  

07:00 საუზმე სასტუმროში

საუზმის შემდეგ ვეწვევით სუმელას სამონასტრო კომპლექსს, ვნახავთ მცირე აია სიფიას ტაძარს.

დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

გასვლა: 5 აპრილიდან

ფასი: (ექვივალენტი ლარში)

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;

ღამისთევა 3* სასტუმროში ერზინჯანში 1 ღამე

ღამისთევა 4* სასტუმროში კაბადოკიაში 2 ღამე;


ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაპზონში 1 ღამე

ერჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა 

მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები (მოსაკრებელი)

სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  + 995 ; + 995 555 94 64 63;

MEIL:  Georgia.express.  

მისამართი: ა.ქურდიანის 18

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - კაბადოკია - თბილისი 3200 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 7 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • ვალეს საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 10:00 - 20:00
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
  • შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".

  კაბადოკია - მერვე საოცრება

  • ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/17
    დაბრუნება
    • 31/03/25
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა