"ფენიქსი აინთო, ლაშქრობა დაიწყო"
დაგიობდა კარავი? დანესტიანდა საძილე ტომარა? აღარ სწორდება დახვეული "პარალონი" ? ესეიგი დროა გავნიავდეთ და გავნარნარდეთ ბუნწიაღსა შინა :)
მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" აქტიურ სეზონს იწყებს და გთავაზობთ სამდღიან სათავგადასავლო-გასართობ ბანაკს დაბა თიანეთში. შეკრიბე მეგობრები და შემოგვიერთდი. ♥
სამდღიან ბანაკში გთავაზობთ უამრავ გასართობებს. იქნება შეჯიბრი და ჩვენი სპონსორებისგან სასიამოვნო პრიზებს მიიღებენ გამარჯვებულები.
ბანაკში მოეწყობა გამოფენა ხელნაკეთი ნივთების , ნაქარგები, მხატვრობა, ხეზე კვეთა , მინანქარი და ასე შემდეგ...
გვეყოლება მოწვეული სტუმრები.
მადლობას ვუხდით გვერდში დგომისთვის ჩვენს მხარდამჭერებს და სპოსნორებს:
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
სალასქრო-სპორტულ მაღაზია სპორტმასტერს
ქართული ჩანთების ბრენდი გეფერინი
ჰალოთერაპიის ცენტრი
და მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციას
_____________________________________________
ბანაკის გეგმა:
➤1. დღე
გასვლა თბილისიდან დილის 08:30, შეკრების ადგილი მეტრო რუსთაველი, მაკდონსლდსის წინ.
გზაში მოვინახულებთ ფუძნარის ტაძარს
ზარიძეების ეკლესიას
ჟებოტის ეკლესიას.
ამის შემდეგ ჩავალთ საბანაკე ადგილზე
დაბანაკება სოფელ გოჯიაანების მიმდებარედ, ტყის პირას, მშვიდ გარემოში..
სადაც დაგხვდებათ მოწყობილი ბანაკი ყველანაირად.♥
➤2. დღე
დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, წახემსებით
შემდეგ გავდივართ სალაშქროდ ახლომდებარე ეკლესიების, სალოცავების და საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად.
შემდეგ ვბრუნდებით ბანაკში, სადაც მოეწყობა გამოფენა
ასევე მოვემზადებით შეჯიბრისთვის.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ დავანებთ დიდ კოცონს ბანაკში და იქნება პოეზია, სიმრერა, დისკოთეკა და გართობა
➤3. დღე
დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, წახემსებით
შთაბეჭდილებების რვეულის შევსებით, ფოტოსესიით
შემდეგ ავშლით ბანაკს, ჩავატარებთ ეკო-ტურს.
გამოვავლენთ ბანაკის ყველაზე კარგ და ცუდ მონაწილეებს.
ამის შემდეგ წამოვალთ , მოვინახულებთ თიანეთის მუზეუმს, ვაჟა-ფშაველას სახელობის პარკს, თიუანეთის ეკლესიას, არჩილის მონასტერს, ნადოკრას. და სურვილის შემთხვევაში მივირთმევთ თიანეთის ხინკალს .
√ფინანსური მხარე:
ბანაკში მონაწილეობა (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
ბანაკის და ლაშქრობის ინსტრუქტორების მომსახურება
ფოტოგადაღება
ბანაკის ინვენტარი არქონის შემთხვევაში
პური
წყალი
ყავა
ჩაი
შაქარი
გაზი
__________________
✔სიაში ჩასაწერად უნდა მოგვწეროთ სახელი გვარი და მობილურის ნომრები. ამის შემდეგ რიცხავთ ტურის საფასურს და გვატყობინებთ მობილურზე, ინახავთ ჩეკს.
თანხა არ ბრუნდება უკან თუ მონაწილეობაზე 3 დღით ადრე იტყვით უარს
▲თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 27 მარტი, ორშაბათი
☒თანხის ადგილზე მოტანა დაუშვებელია.!
▲თანხის ჩარიცხვა:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ მესიჯით.
მიმღები: ლელა წიკლაური
▲რა ჩავიცვათ?
სალაშქრო , წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. მთის შესაფერისი სამოსი. მსუბუქად, სპორტულად და თბილად გამოეწყვეთ.
▲აუცილებელი და საჭიროა !
სალაშქრო ზურგჩანთა . თბილი საძილე ტომარა , 3 დღის სამყოფი საკვები .არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი , წინდა. თბილი ქუდი და ყელსახვევი, ან ბაფი , პირადი აფთიაქი თუ რამეს თვლით რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. ჰიგიენის ნივთები. ფანარი, საწვიმარი.
♫ თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. ცოტ-ცოტა ჭაჭა ყველამ :დ კეთილი გული და კარგი განწყობა ^_^
★საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
✔ წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
ბანაკის წესებს კი ადგილზე გაეცნობით.
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...