national delicacy

დაუვიწყარი დღიანი ტური კაპადოკიაში - პერსონაზე - - მაისს

  • ID: 29739
  • ნახვები: 20849
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/05/17
    დაბრუნება
    • 14/05/17
დამატებითი ინფორმაცია

დაუვიწყარი 4 დღიანი ტური კაპადოკიაში 11 - 12 - 13 - 14 მაისს

წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოში

„კაპადოკია ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრია, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის“ - ილია II უწმინდესი და უნეტარესი სრულიად ს კათოლიკოს პატრიარქი

ტურის ღირებულება - 360 ლარი პერსონაზე (ტრანსპორტირება მიკროავტობუსით)

ტურის ღირებულებაში შედის:
* კომფორტული ტრანსპორტირება ( - კაპადოკია - )
* ქართულენოვანი პროფესიონალი გიდის მომსახურება
* შიდა ექსკურსიები
* ფოტოგადაღება
* სასტუმროში განთავსება - Hotel Tassaray 4* (სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, უფასო Wi-Fi , ღია საცურაო აუზით)
* ო რ ჯ ე რ ა დ ი    კ ვ ე ბ ა  სასტუმროში (საუზმე - ვახშამი)
* სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის თერიტორიაზე


ტურის ღირებულებაში არ შედის შესასვლელი ბილეთები:
* გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი - 30 ლირა
* ბნელი ეკლესია -10 ლირა
* ორთაჰისარის ციხე - 5 ლირა
* დერინკუე (მიწისქვეშა ქალაქი ) - 25 ლირა,
* იჰლარას ხეობა ( გურჯი ხათუნის ფრესკა) - 20 ლირა,
* უჩხისარი ( ციხე-ქალაქი ) - 8 ლირა,
* ნიკოფორე ფოკას ეკლესია - 8 ლირა
* „ხათუსას“ გათხრები - 20 ლირა
* „პატარა აია სოფია“ - შესვლა უფასოა
* V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი - შესვლა უფასოა
* ზელვე-ფაშაბაღი - შესვლა უფასოა
სულ 126 თურქული ლირა = 33 აშშ დოლარი

I დღე
03:00 - გამგზავრება თბილისიდან, 06:00 - გამგზავრება ქუთაისიდან, 08:00 - გამგზავრება ბათუმიდან
09:00 - სარფის საბაჟოზე პროცედურების გავლის შემდეგ გამგზავრება ტრაბზონის მიმართულებით
15:00 – „პატარა აია სოფიას“ დათვალიერება
16:00 – 18:00 - ქალაქ ტრაბზონის დათვალიერება, გასეირნება, „შოპინგი“
18:00 - გამგზავრება კაპადოკიის მიმართულებით (მგზავრობა მთელი ღამის განმავლობაში)

II დღე - გორემეს ღია მუზეუმი - ორთაჰისარი - ურგუპი
09:00 – ჩასვლა ქალაქ ურგუპში ; განთავსება და საუზმე სასტუმროში ;
12:00 - გასვლა სასტუმროდან
ექსკურსია:
გორემეს ღია მუზეუმი გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა. გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია, ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება ; 
ორთაჰისარი - წმინდა ნინოს დაბადების ადგილი - გასეირნება, „შოპინგი“, პანორამული ხედები ;
ონიქსის საამქრო და სამკაულების სალონი ; 
კლდეში ნაკვეთი მონასტერი - „ჰოსპიტალ მონასტერი“
20:00 - დაბრუნება ქალაქ ურგუპში - სასტუმროში ; ვახშამი
სურვილის შემთხვევაში გასეირნება ქალაქ ურგუპში. ქალაქი ურგუპი - ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას.

III დღე - დერინკუე - გიუზელრუთი - ილჰარის ხეობა
09:00 - საუზმე სასტუმროში ;
10:00 - გასვლა სასტუმროდან ;
ექსკურსია: 
დერინკუე – 7 სართულიანი მიწისქვეშა ქალაქი ;
მიწისქვეშა ქალაქ გიუზელრუთის და გრიგოლ წინასწარმეტყველის მონასტრის მონახულება; 
ფეხით გასეირნება იჰლარას ხელობაში (3 კმ) – ბევრი წყაროს მიხედვით დადასტურებულია, რომ აქ არსებული მონასტრის გამოკვეთა თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი – ხათუნად წოდებულ თამარ ბაგრატიონის (მოღვაწეობდა XIII ს.-ში რუმის სასულთნოში) სახელსა და ქართულ ფესვებს უკავშირდება. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სავარაუდოდ, მიწისძვრისგანაა დაზიანებული, თუმცა კედლის მხატვრობა, მათ შორის – გურჯი-ხათუნის ფრესკაც კარგად იკითხება ;
კილისირის კლდეში ნაკვეთი ქალაქის და ტაძრების დათვალიერება (პანორამული ხედები) ;
20:00 - სასტუმროში დაბრუნება ; ვახშამი სასტუმროში ; თავისუფასი დრო

IV დღე - უჩხისარი - გორემე - ზელვე-ფაშაბაღლარი - ჩავუშინი - ავანოსი - ხათუსა
09:00 - საუზმე სასტუმროში ;
10:00 - გასვლა სასტუმროდან ;
ექსკურსია:
სამი ლამაზმანი (პანორამული ხედები) ; 
უჩხისარი – კლდეში ნაკვეთი ქალაქი - გასეირნება, „შოპინგი“, პანორამული ხედები. უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლის კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე ;
ქალაქი გორემე - გასეირნება, შოპინგი, პანორამული ხედები
ჩავუშინი - ითვლება კაპადოკიის უძველეს დასახლებად. ნიკოფორე ფოკას ეკლესია, სოფელ ჩავუშინის (რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა) ნასახლარი V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით ;
ავანოსი (მეთუნეების ქალაქი) - ღვთისმშობლის ეკლესია ;
კაპადოკიის უძველესი ხალხის - ხეთების იმპერიის დედაქალაქის „ხათუსას“ გათხრების დათვალიერება
18:00 - გამომგზავრება ს მიმართულებით ; გვიან ღამით დაბრუნება ში

საჭირო საბუთები:
* ს პასპორტი / ID ბარათი (საზღვრის გადაკვეთის მომენტისთვის საბუთების ვადის ამოწურვამდე არ უნდა იყოს დარჩენილი 6 თვეზე ნაკლები)
* არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მშობლების მინდობილობა პასპორტთან ერთად, ნოტარიულად დამოწმებული

ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 593 280023 - ლევანი

ამ ქვეყანას მერვე საოცრებას უწოდებენ, იმიტომ რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ეს არის მხარე, სადაც მითი და რეალობა დღემდე მკვეთრად ერწყმის ერთმანეთს. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და დღეს კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე.

კაპადოკიის ტერიტორია ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში ეჭირათ ხეთებს - ქართველურ ტომთა შორეულ წინაპრებს, ხეთების შემდგომ აქ ცხოვრობდნენ სხვა ქართველური ტომები. კაპადოკიელი მეომარი წმინდა გიორგი, რომელიც ქრისტიანობისათვის უსასტიკესად აწამეს III საუკუნეში, სწორედ იმ ქართველთა ჩამომავალი იყო, რომლებიც უძველესი დროიდან სახლობდნენ კაპადოკიაში. 330-355 წ.წ.-ში სწორედ კაპადოკიიდან შემობრძანდა წმინდა ნინო ს გასაქრისტიანებლად. კაპადოკია ბიზანტიის პროვინცია იყო და როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, აქ გაიშალა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა, დაყუდებულ ბერთა სენაკები, უნიკალური მხატვრობის ნიმუშები. კაპადოკია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

კაპადოკიის საოცრების მცირე ნაწილის ხილვა შეგიძლია ქვემოთ მოცემული ლინკების დახმარებით

ფოტო
 
ვიდეო

Начало формы

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/05/17
    დაბრუნება
    • 14/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა