national delicacy

დაუვიწყარი დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში - პერსონაზე

  • ID: 29741
  • ნახვები: 19500
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/05/17
    დაბრუნება
    • 28/04/17
დამატებითი ინფორმაცია

დაუვიწყარი 2 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში

ოდესღაც აქედან იწყებოდა - დროში აცდენილი და სივრცეში გაფანტული დიდებული მემკვიდრეობა

ტურის ღირებულება - პერსონაზე

I დღე: დოლისყანა, ხანძთა, არტანუჯის ციხე

გასვლა დილით ადრე ქუთაისიდან, სარფის საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ გამგზავრება ისტორიულ ტაო კლარჯეთისაკენ

დ ო ლ ი ს ყ ა ნ ა - მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად განადგურებული იყო. მონასტერი მეფე სუმბატმა (954–958) საფუძვლიანად შეაკეთა, მან შეამკო სამხრეთი ფასადი, გუმბათის ყელის შიდა და გარე პერანგი. მეფის გამოსახულება შემორჩენილია ეკლესიის გუმბათის ჩრდილო–აღმოსავლეთ წახნაგზე შესაბამისი წარწერით „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“, სამხრეთ ფასადის ბარელიეფიც გამორჩეულია, მასზე გამოსახული დავითის ვარსკვლავით, რომელიც ბაგრატიონების წმინდა მეფესთან კავშირზე მიუთითებს

ხ ა ნ ძ თ ა - დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. 951 წელს აქაური ბერის, გიორგი მერჩულეს მიერ დაიწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

ა რ ტ ა ნ უ ჯ ი ს   ც ი ხ ე - არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა.არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“. 
VIII საუკუნეში ციხე, როგორც ჩანს მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. ამის შემდეგ არტანუჯი იქცა აშოტის მემკვიდრეთა სატახტო ქალაქად და სამხრეთ-დასავლეთ ს პოლიტიკურ ცენტრად. ამ გარემოებისა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი სწრაფად დაწინურდა. „არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.

დღის ბოლოს განთავსება სასტუმროში, ვახშამი, ღამისთევა

II დღე: ოთხთა ეკლესია, ხახული, ოშკი, იშხანი, თორთუმის ჩანჩქერი

საუმზე სასტუმროში

ქალაქ იუსუფელის დათვალიერება, გასეირნება, „შოპინგი“

ო თ ხ თ ა     ე კ ლ ე ს ი ა - ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი ამიტომ დაარქვეს. მონასტრის ნაგებობებიდან მთავარი არის ოთხთას ბაზილიკა, მას დასავლეთიდან ერთვის სატრაპეზო და სემინარია. ანსამბლში ასევე შედის ორთასართულიანი მცირე ეკლესია. მონასტრის გარშემო რამოდენიმე მცირე ეკლესია და სხვადასხვა ნაგებობაა.

ხ ა ხ უ ლ ი - ტაძარი დავით კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში დააარსა. ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლეისო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფები და სხვა, მაგრამ სამწუხაროდ ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედის ს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ო შ კ ი - ტაძარი ტაოს ბაგრატიონებს, ბაგრატ ერისთავ ერისთავსა და დავით მაგისტროსს აუგიათ. ტაძრის მშენებლობა 963-973 წლებში დასრულებულა. ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით, ის ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავს წარმოადგენს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ოშკი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა. ის ქართულ ტაძრებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.
ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.

ი შ ხ ა ნ ი - ტაძარი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. 
„სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. 
იშხანის მონასტერში 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. ამჟამად ჯვარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

თ ო რ თ უ მ ი ს ჩ ა ნ ჩ ქ ე რ ი - ეს საუცხოო სანახაობა არის ოშკთან ახლოს თორთუმის ტბის ბოლოში

გამომგზავრება ში

ტურის ღირებულებაში შედის:
* კომფორტული ტრანსპორტირება ( - ტაო-კლასჯეთი - )
* ქართულენოვანი პროფესიონალი გიდის მომსახურება
* შიდა ექსკურსიები
* ფოტოგადაღება
* სასტუმროში განთავსება 4* 
* ო რ ჯ ე რ ა დ ი   კ ვ ე ბ ა   სასტუმროში (საუზმე - ვახშამი)
* სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის თერიტორიაზე

საჭირო საბუთები:
* ს პასპორტი / ID ბარათი (საზღვრის გადაკვეთის მომენტისთვის საბუთების ვადის ამოწურვამდე არ უნდა იყოს დარჩენილი 6 თვეზე ნაკლები)
* არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მშობლების მინდობილობა პასპორტთან ერთად, ნოტარიულად დამოწმებული

ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 593 280023 - ლევანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/05/17
    დაბრუნება
    • 28/04/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა