აღნიშნული ტური გაიმართება თქვენთვის სასურველ დღეებში 05/04-15/09 პერიოდში.
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე/2 ღამე
მოცულობა: მაქს.7 ადამიანი
ტრანსპორტი: კომფორტული MITSUBISHI Delica 4X4 (2006წ) კონდენციონერით
აღწერა:
დღე 1: დახვედრა ზუგდიდის რკ. სადგურში და დაბინავება სასტუმროში.
მცირეოდენი დასვენების შემდეგ რა თქმა უნდა პირველად ვესტუმრებით დადიანების ულამაზეს სასახლეს, დავათვალიერებთ მუზეუმის ექპონატებს და გავეცნობით მოკლე ისტორიას დადიანებისა და სამეგრელოს შესახებ, მოვილოცავთ სასახლის ეზოშივე არსებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს და დავათვალიერებთ ბოტანიკურ ბაღს (გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს). შემდეგ გავემართებით და ვეწვევით რუხის ციხეს გავეცნობით რუხის ციხის ისტორიულ მნიშვნელობას, შემდეგ გავემართებით კორცხელში და მოვილოცავთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, შემდეგ ვესტუმრებით ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს და უკეთ აღვიქვამთ ტერენტი გრანელის ცხოვრებას. ცოტა დამღლელი თუმცა საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დავბრუნდებით ზუგდიდში და რესტორანში დავაგემოვნებთ მეგრული კულინარიის მარგალიტებს, მოვუსმენთ სასიამოვნო მუსიკას და დავბრუნდებით სასტუმროში რათა გამოვიძინოთ და მოვემზადოთ არანაკლებ საინტერესო დღისთვის.
დღე 2: მარტვილის კანიონი
დილით გავემართებით მარტვილის მიმართულებით, თავდაპირველად ვესტუმრებით ნოქალაქევს და გავეცნობით მის ისტორიას, შემდეგ ვესტუმრებით მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს,შემდეგ კი კანიონს დავტკბებით სილამაზით, გავისეირნებთ ნავით კანიონზე. შევიძენთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. ნაშუადღევს გავემართებით დადიანების საზაფხულო რეზიდენციისკენ სალხინოში, გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს, საღამოს დავბრუნდებით ზუგდიდში ჩხოროწყუს გავლით და გვექნება დრო შთაბეჭდილებების გაზიარებისა და განტვირთვისთვის. ამასთან გვექნება დრო ღამის ზუგდიდში სეირნობისა და დათვალიერებისთვის. არ ვრჩებით გარეთ გვიანობამდე და სასტუმროში მივდივართ მორიგი საინტერესო დღისთვის მოსამზადებლად.
დღე 3: ინწირას ჩანჩქერი
დილით მივემართებით ენგურჰესის სანახავად და ვტკბებით კაშხლის ულამაზესი ხედებით. შემდეგ მივემართებით ეგნატე ფიფიას სახლ მუზეუმისკენ და გავეცნობით ეგნატე ფიფიას მოღვაწეობას უფრო დაწვრილებით. შემდეგ მივდივართ ფეხით ინწირას ულამაზესი ჩანჩქერისკენ, გზად ვნახავთ "წისქვილის" ლამაზ საბანაოს და საბჭოთა მცირე-კაშხლის ნანგრევებს, ბოლოს კი რა თქმა უნდა ულამაზეს ინწირასა ჩანჩქერს. გადავიღებთ ფოტოებს და შორი-ახლოს გავშლით პიკნიკს, დავანთებთ კოცონს და რა თქმა უნდა შევწვავთ ტრადიციულ მწვადს, დავსხდებით მივირთმევთ უგემრიელეს მწვადს და წითელ ღვინოს, თან დავტკბებით ბუნების წიაღში ყოფნით. საღამოს გავემართებით ზუგდიდისკენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გაგაცილებთ კვლავ ზუგდიდის რკ. სადგურიდან.
ფასი: 175 ლ.
ღირებულებაში შედის:
*ტრანსპორტირება გამოცდილი მძღოლით მთელი ტურის განმავლობაში
*სასტუმრო 2 ღამე(საუზმით)
*ტრადიციული სუფრა რესტორანში ( მეგრული სამზარეულო)
*მარტვილის კანიონში შესასვლელი ბილეთები
*პიკნიკი (მწვადები+წითელი ღვინო)
ღირებულებაში არ შედის:
*მუზეუმების მოსაკრებლები(დადიანების სასახლე, მარტვილის მუზეუმი, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი, ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმი) ჯამში: +-
დამატებითი პირობები:
*მოგვაქვს თბილი და კომფორტული ტანსაცმელი.
*ტრანსპორტში არ ვეწევით
*არ ვაბინძურებთ გარემოს
ტელ: გიორგი( DG Travel)