national delicacy

ჯიპ-ტური ზღვიდან მთაში (ანაკლია-უშგული)

  • ID: 29834
  • ნახვები: 4761
complogo
"დი ჯი თრეველი"
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/17
    დაბრუნება
    • 15/09/17
დამატებითი ინფორმაცია

ტური გაიმართება თქვენთვის სასურველ დღეებში 15/04-15/09 პერიოდში

ხანგრძლივობა: 3 დღე/2 ღამე

მოცულობა: 7 ადამიანი

ტრანსპორტი: კომფორტული MITSUBISHI Delica 4X4

აღწერა:

დღე 1: დახვედრა ზუგდიდის რკ. სადგურში, ზუგდიდი/ანაკლიის დათვალიერება და გასვლა სვანეთის მიმართულებით.

დავათვალიერებთ ზუგდიდის ღირსშესანიშნაობებს, ვესტუმრებით დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღს. შემდეგ გავემართებით ანაკლიისკენ და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს ზღვის სანაპიროზე. გზად გავივლით ენგურჰესის დატბორებას, გადავიღებთ ულამაზეს სურათებს და განვაგრძობთ გზას ამაღლებული განწყობით თან დავტკბებით ულამაზესი ხედებით და მჟავე წყლებით. ვეწვევით სვანეთის ერთ-ერთ უძველეს დასახლებას მაზერს, რომელიც ზუსტად უშბის ძირში მდებარეობს და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს უშბის სიდიადე. გავთავსდებით სასტუმროში დავისვენებთ და საღამოს დავანთებთ კოცონს შორიახლოს. 

დღე 2: მესტია-უშგული.

დილით მივირთმევთ საუზმეს და მივემართებით მესტიის მიმართულებით გზად მოვილოცავთ ტაძრებს და ვესტუმრებით მუზეუმს. მესტიის დათვალიერების შემდეგ განვაგრძობთ გზას უშგულისკენ. უშგულში დავბინავდებით სასტუმროში და გვექნება დრო ადგილობრივი სილამაზით დასატკბობად. ცხენზე საჯირითოდ, ადგილობრივი კულინარიის გასაცნობად და ა.შ

დღე 3: გავატარებთ დღეს სურვილისამებ და შუადღეს გამოვემართებით ზუგდიდისკენ, რის შემდეგაც რკინიგზის სადგურიდან გაგაცილებთ დაუვიწყარი შტაბეჭდილებებით.

ღირებულება: 210

ღირებულებაში შედის:

*ტრანსპორტირება

*სასტუმრო (1 ღამე/მაზერი, 1 ღამე/უშგული) ორჯერადი კვებით

*გზად კუბდარის დაგემოვნება

*კვება (ორჯერადი)

 ღირებულებაში არ შედის:

*მუზეუმის მოსაკრებლები

 

დამატებითი პირობები:

*მოგვაქვს თბილი და მოსახერხებელი ტანსაცმელი

*არ ვეწევით ტრანსპორტში

*არ ვაბინძურებთ გარემოს

ტელ:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
"დი ჯი თრეველი"
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/04/17
    დაბრუნება
    • 15/09/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა