national delicacy

კავკასიური ნადიმი

  • ID: 30026
  • ნახვები: 13174
complogo
მილენიუმ თრეველ კომპანი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/17
    დაბრუნება
    • 20/09/17
დამატებითი ინფორმაცია

ამ ტურში შემოგთავაზებთ მოგზაურობას ჰაერში, ხმელეთზე და წყალზე.

 I დღე: დახვედრა. დაბინავება სამ ვარსკვლავიან სასტუმროში ან სასტუმროს ტიპის სახლში.

II დღე:   თბილისში აკვაპარკ “Gino paradise”-ში მთელი დღის გატარება. საღამოს ვახშამი  ქართულ რესტორანში, ფოლკლორული ანსამბლის თანხლებით.

 III დღე:  გამგზავრება სტეფანწმინდაში. მოვინახულებთ: ჯვრის მონასტერს, ანანურის ციხესიმაგრეს, კურორტ გუდაურში სურვილისამებრ შეძლებთ პარაშუტით ფრენას (skydiving). ასევე მოვინახულებთ გერგეტის სამების მონასტერს. ვახშამი ფასანაურში ფოლკლორული ანსამბლის თანხლებით. ღამის თევა თბილისში.

IV დღე: გამგზავრება ღვინის სამშობლოში - კახეთში. მოვინახულებთ: სიღნაღს, ყვარლის ტბას, სადაც გელოდებათ კატარღით გასეირნება ტბაზე; ალავერდის მონასტერს, ქ. თელავში ვახშამი ფოლკლორულ ანსამბლთან. ღამის თევა თბილისში.

 V დღე: გამგზავრება ბაკურიანში. გზად: ქ. გორი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, ბორჯომი. გასეირნება ბორჯომის პარკში. ვახშამი ბორჯომში ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ღამის თევა დაბა ბაკურიანში.

VI დღე:  ცხენებით გასეირნება მთებში. დასვენება და ვახშამი. ღამის თევა დაბა ბაკურიანში.

VII დღე:გამგზავრება დას. ში. გზად ვიხილავთ: პრომეთეს მღვიმეს, სოფ. გორდს, კინჩხას ჩანჩქერს, ოკაცეს კანიონს. ვახშამი სოფ. გორდში ადგილობრივი მოსახლეს ოჯახში.ღამის თევა მარტვილში.

დღე VIII: მარტვილის კანიონის მონახულება. შემდგომში გამგზავრება ქ. მესტიაში. გზად: ენგურ ჰესის წყალსაცავის მონახულება. ვახშამი და ღამის თევა ქ. მესტიაში (სასტუმროს ტიპის სახლში).

 IX დღე: გამგზავრება ჯიპებით: ზურულდის მთა (2250 მ.), ქორულდის ტბები (2830 მ.) და ჰაწვალის მყინვარის მონახულება. ვახსამი და ღამის თევა ქ. მესტიაში (სასტუმროს ტიპის სახლში).

X დღე:   გამგზავრება ჯიპებით: სოფ. უშგულში (2200 მ.) და თეთნულდის მთაზე (3200 მ.). ვახშამი და ღამის თევა მესტიაში (სასტუმროს ტიპის სახლში).

XI დღე: გამგზავრება შავი ზღვის სანაპიროზე ქ. ბათუმში. საღამოს გასეირნება ქ. ბათუმის ბულვარში, ვახშამი და ღამის თევა ქ. ბათუმში.

XIIდღე: ბოტანიკური ბაღის დათვალიერება. საზღვაო გასეირნება გემით და თქვენი სურვილისამებრ წყლის მოტოციკლით (სკუტერი).  ვახშამი და ღამის თევა ქ. ბათუმში.

XIIIდღე:   მთელი დღე პლაჟზე დასვენება. საღამოს ვახშამი და ღამის თევა ბათუმში.

XIV დღე: ქ. ბათუმიდან თბილისში დაბრუნება. ტურის დასასრული.

ღირებულებაში შედის

1) საუზმე, მსუბუქი სადილი და   ვახშამი ყოველდღე

2) ქართული ნაციონალური    ანსამბლების კონცერტი

3) ქართული ნატურალური   ღვინო: "საფერავი" და   "რქაწითელი"   (შეუზღუდავად)

4) ქართული ნატურალური   არაყი "ჭაჭა" (შეუზღუდავად)

5) მინერალური წყალი   (შეუზღუდავად)

6) შესასვლელი ბილეთები

7) ჯიპების დაქირავება

8) ვერტმფრენით  ფრენა

9) პარაშუტით ფრენა

10) სკუტერით, გემით და   კატარღით გასეირნება

11) აკვაპარკში"ჯინო ფერედაისი"-ს ერთ   დღიანი პაკეტი 

12) ცხენებით გასეირნება   3 საათი.

13) გიდის და ბორტგამცილებლის მომსახურება.

 

 ღირებულება ერთ ადამიანზე 13 ღამე და 14 დღე:-----  2184  ა.შ.შ.  დოლარი

 ტური შედგება მხოლოდ 20 და მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებთან. 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მილენიუმ თრეველ კომპანი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/17
    დაბრუნება
    • 20/09/17