national delicacy

"Saperavi Tour" გაძლევთ შანსს მოხვდეთ მისტიკურ კაბადოკიაში

  • ID: 30235
  • ნახვები: 16977
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/17
    დაბრუნება
    • 13/05/17
დამატებითი ინფორმაცია

თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი ...
უცებ კარგავ რეალობის განცდას ...
წარსულს აქ განსაკუთრებულად გრძნობ ...
ცაში აზიდული კლდეები მარადიულ ქებას აღუვლენს უფალს ...
წმინდა გიორგის გმირობის ამბებს ჰყვებიან ტაძართა ფრესკები ...
აქ წმინდა ნინო მოევლინა ქვეყანას ...
აქ დაიწყო მან პირველად უფლის დიდება ...
გაძლევთ შანსს მოხვდეთ მისტიკურ კაბადოკიაში


პირველი დღე: თბილისი - ახალციხე - ვალე (საბაჟო) - ტაო-კლარჯეთი - ერზინჯანი - კაბადოკია;
06:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით
10:00 - 11:00 საბაჟოს პროცედურები
გამგზავრება ტაო-კლარჯეთისკენ. მოვინახულებთ ბანას ტაძარს რის შემდეგაც გავემგზავრებით კაბადოკიის მიმართულებით. გზად, ქალაქ ერზინჯანში, გავჩერდებით სასტუმროში ღამის გასათევად.


21:00 დაბინავება 3* სასტუმროში. ღამისთევა.
მეორე დღე: გორემე - ზელვე - უჩხისარი - ურგუფი;
10:00 დაბინავება 4* სასტუმროში, საუზმე (დასვენება 4 - 5 საათი)
15:00 - 20:00 მოვინახულებთ Goreme-ს ღია ცისქვეშ მუზეუმს, მონკის ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს.
21:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. (ვისაც სურს Turkish Night-ზე წასვლა 21:00 – 00:00)


მესამე დღე: იხლარას ხეობა, კაიმაკლი, ავანოსი, ჩავუშინ-პაშაბაგი;
08:00 საუზმე სასტუმროში
09:00 - 19:00 გავემგზავრებით Ihlara-ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuy-ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს.
20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.


მეოთხე დღე: კაბადოკია - ტრაპზონი;
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ "გიუზელრუთს" – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწის ქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა. კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping-ით.
გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით. ღამისთევა ტრაპზონში 3* სასტუმროში.


მეხუთე დღე: ტრაპზონი - თბილისი;
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ ვეწვევით სუმელას სამონასტრო კომპლექსს, ვნახავთ მცირე აია სიფიას ტაძარს.
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
გასვლა: 9 მაისს
ფასი:
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ღამისთევა 3* სასტუმროში ერზინჯანში 1 ღამე
ღამისთევა 4* სასტუმროში კაბადოკიაში 2 ღამე;�
ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაპზონში 1 ღამე
ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა
მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები;
სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;
ღირებულებაში არ შედის:
ალკოჰოლური სასმელი
იჩქარეთ, ჯგუფის შევსება დაწყებულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 
Tel: 2 30-66-20; Mob: ; 
Email:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/17
    დაბრუნება
    • 13/05/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა