ხუთ დღიანი სათავგადასავლო შემეცნებითი ჯიპ ტური სამეგრელოში – სვანეთში და რაჭაში. გაატარეთ ხუთი დაუვიწყარი დღე ს ოთხ ულამაზეს კუთხეში, მოინახულე უძველესი კულტურული ძეგლები, დატკბი უნიკალური ბუნებით და შეიგრძენით მრავალფეროვანი ლანდშაფტების სილამაზე,უშგული კი სვანეთის ერთ ერთი ულამაზესი ადგილია და შესულია იუნსკოს მსოფლიო კვლევათა სიაში. ეს არის ადგილი, სადაც 4 პატარა სოფელია გაერთიანებული. მაშ ასე თუ გიყვართ ისტორია და კულტურა, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს ულამაზესი ადგილები, არ გსმენიათ მისი მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაალაგოთ ჩანთა, შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ საოცრებათა მხარეში.თქვენ გელით სამეგრელო-სვანეთი-რაჭა.
ტურის განრიგი
დღე 1 – გამგზავრება ქუთაისის მიმართულებით – გელათი – ბაგრატი – სათაფლია – მარტვილის მონასტერი – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია – ღამისთევა მარტვილში.
დღე 2 – საუზმე სასტუმროში – ცაიშის კათედრალი – დადიანების სახლ – მუზეუმი – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი-ზუგდიდის კვირაცხოვლის ტაძარი-ზუგდიდის საკათედრო ტაძარი -წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი-წალენჯიხის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი-ენგურის ხეობა – ენგურჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – ხაიში – სვანური სამზარეულოს,ტრადიციების გაცნობა და ვახშამი. ღამისთევა მესტიაში
დღე 3 – საუზმე სასტუმროში – ლატალის მაცხოვრის ეკლესია – სვანეთის მუზეუმი – ხერგიანების მუზეუმი – ჰაწვალი საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის, ულამაზესი პანორამული ხედებით – მესტიის ციხე კოშკების დათვალიერება – ღამისთევა ქალაქ მესტიაში.
დღე 4 – საუზმე სასტუმროში – თეთნულდზე გასეირნება საბაგიროთი, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები – გამგზავრება უშგულის მიმართულებით, გზად ვათვალიერებთ სვანეთის საოცარ და ულამაზეს ბუნებას – უშგული (უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები,ლამარიას ციხე-კოშკი, სოფელი კალა) – გამგზავრება ლენტეხის მიმართულებით ღამისთევა ლენტეხში. უშგულიდან გავემგზავრებით ქვემო სვანეთის (ლენტეხი – ცაგერის მიმართულებით) გავივლით ერთ-ერთ ულამაზეს ხეობას ში. ხეობაში არსებული ბუნება მრავალფეროვანი და უნიკალურია აქ თავმოყრილია მთელ კავკასიონზე გავრცელებული ყველა წიწვიანი სახეობის მცენარეები, როგორიცაა ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, უთხოვარი და ღვია . რეგიონის წყლის ძირითადი არტერიებია მდინარეები: რიონი და ცხენისწყალი თავიანთი მრავალრიცხოვანი შენაკადებით. რიონის შენაკადებია: კრიხულა, ლუხუნი, ხეორისწყალი, ღარულა, ჭანჭახი, ქვედრულა, ჯეჯორა და სხვა. ცხენისწყლის შენაკადებია; ზესხო, ლასკადურა, ხელედურა, ლეკთარეში, ლეუშერი). რეგიონში მდებარეობს ორი წყალსაცავი: შაორის და ლაჯანურის, რომელთა დანიშნულება წყლის დონის სეზონური რეგულირებაა.
დღე 5 – საუზმე სასტუმროში – გამგზავრება ცაგერის მიმართულებით – ლაჯანურის წყალსაცავი – სოფ. ხვანჭკარა – ბარაკონი – ხოტევი – ნიკორწმინდა – ჭელიშის უდაბნო – მდ. შაორის ხეობა და ტბა – ნაქერალას უღელტეხილი – ცხრაჯვარის ქედი – დაბრუნება თბილისში.
ტურის დეტალები:
– ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი;
– მარშრუტი: ქ. თბილისი – ქ. ქუთაისი – ქ. მარტვილი – ქ. ზუგდიდი – ქ. მესტია – სოფ. უშგული – ქ. ლენტეხი – ქ. ცაგერი – ქ. ამბროლაური – ქ. თბილისი.
ხანგრძლივობა: 4 ღამე / 5 დღე;
სატრანსპორტო საშუალება: მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება ( Mitsubishi Delica)
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო / კარავი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
გიდი / სამთოგამყოლი
განთავსება:
1 x ღამისთევა მარტვილის სასტუმროში;
2 x ღამისთევა მესტიის სასტუმროში;
1 x ღამისთევა ლენტეხის სასტუმროში;
კვება:
– საუზმე სასტუმროში;
– სვანური სამზარეულოს გაცნობა და ვახშამი;
პირველადი სამედიცინო დახმარება:
ფოტო გადაღება.
ფასში არ შედის:
სადილი და ვახშამი;
ალკოჰოლური სასმელები;
მუზეუმებში შესვლის საფასური
გასათვალისწინებელი საკითხები :
ტური გაიმართება :
– I ნაწილი (ნაკადი) 2 აგვისტოდან – 6 აგვისტოს ჩათვლით
– II ნაწილი (ნაკადი) 26 აგვისტოდან – 30 აგვისტოს ჩათვლით
ტურის მონაწილეთა რაოდენობა შეზრუდულია, მხოლოდ 14 ადამიანი.
ტურის დაჯავშნის ბოლო ვადაა 20 ივლისი
ჩარიცხული თანხა, ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება
თან იქონიეთ პირადობის მოწმობა
ჩაცმულობა კომფორტული,სპორტული.
თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.
ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .
ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
სხვა დამატებითი დეტალები გეცნობებათ ტურის დაწყებამდე 1 კვირით ადრე.
შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
ტურის ღირებულებაა :
კარვებში განთავსებით –
საოჯახო სასტუმროში განთავსებით – .
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: – ან შებრძანდით საიტის მენიუში, განყოფილება