national delicacy

თბილისი - შუამთა - წინანდალი - ყვარლის ტბა - ილიას ტბა - თბილისი

  • ID: 31067
  • ნახვები: 15525
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/05/17
    დაბრუნება
    • 31/08/17
დამატებითი ინფორმაცია

1 დღიანი ტური კახეთში!!!

მარშუტი: თბილისი - შუამთა - წინანდალი - ყვარლის ტბა - ილიას ტბა - თბილისი

         გასვლა თბილისიდან - 9:00-ზე. ტურის ფარგლებში გავემგზავრებით კახეთის მიმართულებით (ჩასვლა - 11:00), სადაც მოვინახულებთ, როგორც ძველიშუამთის სამონასტრო კომპლექსს(გავჩერდებით 40-45 წთ), ასევე ახალშუამათას(40-45 წთ), რომელიც წარმოადგენს გვიანი შუასაუკუნეების ქართულ მართლმადიდებლურ დედათა მონასტერს. შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველ ხდის. ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. ახალი შუამთის მონასტერი დააარსა კახეთის დედოფალმა თინათინმა XVI საუკუნეში (მონასტრების მონახულების შემდეგ სურვილისამებრ შესაძლებელია წახემსება).  შემდეგ გავემგზავრებით სოფელ წინანდალში, სადაც მოვინახულებთ ალექსანდრეჭავჭავაძისსახლ-მუზეუმს. მუზეუმის დათვალიერსებისას მეგზურობას გაგვიწევს პროფესიონალი გიდი. მუზეუმში შესაძლებლობა გვექნება დავაგემოვნოთ ერთი სახეობის ღვინო (დეგუსტაცია). ასევე, ტურის განმავლობაში მოვინახულებთ  ყვარლისტბასა და ილიასტბას, სადაც საშუალება გვექნება დავტკბეთ ულამაზესი ხედებით. პიკნიკი (1.5-2 სთ). თბილისში დავბრუნდებით 21:00 სთ-ზე.

ტურის ხანგრძლივობა: 12 საათი

მგზავრობა: 5 საათი

სანახაობები: 5 საათი

კვება: 2 საათი

გაითვალისწინეთ!  -  კვება ინდივიდუალურია და გთხოვთ ზურგჩანთით იქონიოთ თქვენთვის ერთი დღის სამყოფი საკვები.

აუცილებელიინვენტარი: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; მზისგან დამცავი საშუალებები (მზის სათვალე, კეპი); წყალგაუმტარი ქურთუკი (საწვიმარი); წყლის ჭურჭელი, უმჯობესია ნახევარ ლიტრიანი (აუცილებლად პლასმასის)

ტურის ღირებულებაში შედის:

  • მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით,
  • სრული გზის ხარჯი,
  • გამყოლი ტურის განმავლოობაში,
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გიდის მომსახურება,
  • მუზეუმის მოსაკრებელი,
  • ღვინიდ დეგუსტაცია (1 სახეობა).

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მუზეუმის გარდა სხვა ღირსშესანიშნაობებზე გიდის მომსახურება,
  • პიკნიკის ხარჯი,
  • დამატებითი მომსახურება

                იმისთვის რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ 15 მსურველი.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ტურის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით

☎ 2 192-365 , 577 597-398

✉  

ან გვესტუმრეთ ჩვენს ოფისში:

ალ.ყაზბეგის 29ა.    

#წამო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/05/17
    დაბრუნება
    • 31/08/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა