national delicacy

დღიანი ლაშქრობა ხევსურეთში - აბუდელაურის ფერად ტბებზე! კვებით, მხოლოდ ლ

  • ID: 31136
  • ნახვები: 4177
complogo
Nature Taps
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/06/17
    დაბრუნება
    • 11/06/17
დამატებითი ინფორმაცია

დეტალურად ნახეთ აქ!

/>
✔ მოგესალმებით მეგობრებო, გიწვევთ 2 დღიან ლაშქრობაზე ხევსურეთში, ალპურ ზონაში. თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი დასვენება და ულამაზესი პანორამული ხედები, სადაც გაატარებთ შესანიშნავ დროს და შეიძენთ ახალ მეგობრებს.

✔ მოკლე მიმოხილვა:

• 10 ივნისს(შაბათი) დილის 06:45 ვიკრიბებით M(მეტრო) დიდუბის ქვედა გამოსასვლელთან, საიდანაც გავალთ კომფორტული სამარშრუტო ტაქსით დილის 7:30-ზე ხვესურეთის მიმართულებით. (დაგვიანებულებს ველოდებით მხოლოდ 5 წუთით).

✔ გზად მოვინახულებთ: 

• ანანურის ციხესიმაგრეს და ეკლესიას;
• ჟინვალის წყალსაცავს;
• ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს;
• ხევსურეთის სოფ. როშკას;
• ჭიუხები;
• აბუდელაურის მწვანე ტბას;
• აბუდელაურის ლურჯ ტბას;
• აბუდელაურის თეთრ ტბას;


✔ დღე პირველი: 

• გავემგზავრებით კომფორტული სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან, (M დიდუბე), ხევსურეთის მიმართულებით. გავჩერდებით ჟინვალთან, სადაც ვნახავთ ჟინვალის წყალსაცავის ულამაზეს პანორამულ ხედებს, შემდეგ გავემგზავრებით სოფ. როშკასთან ცოტას დავისვენებთ მოვაწყობთ პიკნიკს და ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. ამის შემდეგ ფეხით გავემგზავრებით აბუდელაურის ტბებისკენ. გზად ხევსურეთის ჭიუხებს ვნახავთ, ულამაზეს მწვანე მთებს რომელიც მუდამ თოვლშია დაფარული და ზაფხულს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს. შემდგომ ჩვენ პირველად ვიხილავთ აბუდელაურის მწვანე ტბას, რომელიც თავისი გამჭირვალობით და სისუფთავით მნახველებს მუდამ აკვირვებს, მოვაწყობთ მცირე შესვენებას, გადავიღებთ ბევრ ფოტო/ვიდეოს. შემდეგ ვაგრძელებთ ლაშქრობას და ვნახულობთ აბუდელაურის ლურჯ ტბას, აქაც გადავიღებთ ბევრ ფოტო/ვიდეოს, ცოტას ვისვენებთ, სურვილისამებრ ვაწყობთ მცირე პიკნიკს და ვაგრძელებთ კვლავ ჩვენს მიზანდასახულ ლაშქრობას, ვნახულობთ აბუდელაურის თეთრ ტბას გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტო/ვიდეოს. საღამო ხანს ჩვენ დავბრუნდებით ხევსურეთის სოფ. როშკაში, სადაც გავნთავსდებით კარვებში, დავანთებთ კოცონს, ცოცხალი მუსიკა გიტარა/ფანდურზე. 

დღე მეორე:

• დილით კოცონი, საუზმე, ცხელი ყავა, ჩაი. მივემგზავრებით სოფ. ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სადაც მოვაწყობთ მცირე ლაშქრობას, შემდგომ მივემგზავრებით ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე - ანანურში, გადავიღებთ ფოტო/ვიდეოს, შემდგომ ჟინვალის წყალსაცავის სანაპიროზე ბუნებაში მოვაწყობთ პიკნის, დავისვენებთ და მხიარული განწყობით დავუბრუნდებით თბილისს.


» ტურის ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი (ხევსურეთი);
» მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 238 km (ჯამში) დრო მგზავრობის: 6.40სთ (ჯამში);
» ფეხით გასავლელი მანძილი: 14კმ (ჯამში);
» ტურის სიმძლავრე: საშუალო;
» სიმაღლე ზღვის დონიდან: 2812 მ;


••••••• აღნიშნულ ტურზე და თანხაში შედის:

✔ ტრანსპორტირება;
✔ გამყოლის მომსახურება;
✔ ფოტოგრაფის მომსახურება;
✔ კვება;

*•••• მენიუ ••••*

• ქათმის მწვადი;
• კართოფილის ღვეზელი; 
• ხაჭაპური;
• ლობიანი;
• სენდვიჩი;
• ჰოთდოგი;
• წვენი;
• ვაშლი;
• სალათა;
• ყავა;
• ჩაი;
• ტკბილეოულობა;

!!! ✔ !!! შესაძლებელია ასევე ინდივიდიალურად წამოიღოთ თქვენთვის სასურველი საკვები, რა თქმა უნდა თუ ჩვენი არ გაკმაყოფილებთ :) (ნუთუ ვინმე დაიწუნებს ჩვენს მენიუს :D )

✔ საჭირო აღჭურვილობა ვიქონიოთ თან:


• თბილი ტანსაცმელი (რამდენიმე წყვილი);
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 
სასურველია იყოს წყალგაუმტარი (რამდენიმეწყვილი);
• თბილი წინდები;
• წყლის ჭურჭელი;
• პლედი (პარალონი);
• მზისგან დამცავი სათვალე;


✔ აღნიშნული ლაშქრობის საფასური შეადგენს მხოლოდ: ; 

✔ ანგარიშის ნომერი;

* ს ბანკი; 
* მიმღები: ანა ჩქარეული
* ანგარიშის ნომერი: GE37BG8259900 (GEL) 

✔ აღნიშნული თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 7 ივნისი, საღამოს 18 საათი.! თანხას ვრიცხავთ ყველანი აღნიშნულ ანგარიშის ნომერზე და გარკვევით ვუთითებთ ბანკში თანხის ჩარიცხვის დროს, "თანხის დანიშნულებაში" თქვენს სახელს, გვარს, ტურის სახელწოდებას და თქვენს მობილურის ნომერს ( მაგ: ანა ჩქარეული, ხევსურეთის 2 დღიანი ლაშქრობა, )

^* ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ დაბრუნდება :) 

☺ კონტაქტი:

✆ () გიორგი;
Gmail:
FB: 

✔ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დამიკავშირდით ან მომწეროთ სოციალურ ქსელში.

!!! ჩვენ ყველანი ვემორჩილებით შემდეგ წესებს !!!

✔ ტურზე არ მოვდივართ ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში;
✔ მგზავრობაში არ ვიღებთ ალკოჰოლს;
✔ აკრძალილია ტრანსპორტში თამბაქოს გამოყენება;
✔ ყველანი ერთად ვქმნით თბილ და მეგობრულ გარემოს;
✔ არასრულწლოვანის წამოსვლის შემთხვევაში, მშობელი მოყვება შეკრების ადგილამდე და ესაუბრება ორგანიზატორს;
✔ აღნიშნული წესების არ შესრულების შემთხვევაში, ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ 
პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრეს წინაშე;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Nature Taps
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/06/17
    დაბრუნება
    • 11/06/17