national delicacy

კაბადოკია - ალანია (ხმელთაშუა ზღვა) - დღიანი მოგზაურობა

  • ID: 31329
  • ნახვები: 20063
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/17
    დაბრუნება
    • 21/06/17
დამატებითი ინფორმაცია

მხოლოდ !!! ^_^ (15 - 16 - 17 - 18 - 19 - 20 - 21 ივნისი)
გაიცანი კაბადოკიის ღირსშესანიშნაობები და ილივლივე ხმელთაშუა ზღვაში!
------------------------------------------------------------------
"გაიცანი " გთავაზობთ 7 დღიან დაუვიწყარ მოგზაურობას კაბადოკიასა და ალანიაში (ხმელთაშუა ზღვაზე).

ტურის განრიგი: 

დღე პირველი, 15 ივნისი (ხუთშაბათი):

✔ 05:30 საათი - გამგზავრება კომფორტული ავტობუსით რედისონიდან, ველოსიპედის ძეგლი.
✔ 12:00 საათი - 13:30 საათი - სასაზღვრო პროცედურები სარფის გამშვებ პუნქტზე.
✔ 16:30 საათი - ჩასვლა ქ. ტრაბზონში 
✔ 16:30 - 18:00 საათი - თავისუფალი დრო ტრაპიზონის ფორუმში (სავაჭრო ცენტრი)
✔ 22:00 საათი - ჩასვლა ქ. სამსუნში, დაბინავება სასტუმროში.


დღე მეორე, 16 ივნისი (პარასკევი):

✔ 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 09:00 საათი - გამგზავრება ლამაზი რაშების ქვეყანაში (კაბადოკია)
✔ 15:00 საათი - ჩასვლა კაბადოკიაში და დაბინავება სასტუმროში

➡ 1 საათიანი შესვენების ვიწყებთ ტურს:
✔ გიორემეს მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა X-XV სს.)
✔ ტოკალი ანუ შენ ხარ ვენახის ღვთისმშობლის ეკლესია.
✔ ,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
✔ ,,სილვერშოპი” (სუვენირების ბაზრობა)
✔ ,,ტკბილი ტური" (თურქული ტკბილეულის დაგემოვნება)
✔ 21:00 საათისთვის დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

დღე მესამე, 17 ივნისი (შაბათი):

✔ 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 09:30 საათი - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ჩავუშინის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი (კლდეში ნაკვეთი ბერების ქალაქი)
✔ " სიყვარულის ბაღი"
✔ ,,დედოფლის ბაღები” – წმ. სიმონის ეკლესია
✔ ულამაზესი პანორამული ხედები. ადგილი, რომელიც მთვარის ზედაპირს მოგაგონებთ.
✔ ,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები
✔ უჩ ჰისარის ციხესიმაგრე
✔ 15:00 საათზე ვასრულებთ ტურს და 1 საათიანი შესვენების შემდგომ გავემართებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქ. ალანიაში, სადაც დავისვენებთ 2 დღის განმავლობაში და მოვაწყობთ ეგზოტიკურ კრუიზს მეკობრეების გემით.
✔ 22:30 საათი, ჩასვლა ალანიაში, დაბინავება სასტუმროში, სასტუმროს ლინკი მალე დაზუსტდება.

დღე მეოთხე, 18 ივნისი (კვირა):

✔ 08:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ გასვლა ,,კლეოპატრას” ცნობილ პლიაჟზე, დასვენება და თავისუფალი დრო დღის განმავლობაში. 
✔ საღამოს სურვილის შემთხვევაში დისკოტეკაზე წასვლა და კარგი დროის ტარება.

დღე მეხუთე, 19 ივნისი (ორშაბათი):

✔ 08:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 10:00 საათი - 2 საათიანი ეგზოტიკური კრუიზი მეკობრეების გემით / ,,მეკობრეების გასართობი შოუ”
✔ 12:00 საათიდან - თავისუფალი დღე ალანიაში. (სურვილის მიხედვით)

დღე მეექვსე, 20 ივნისი (სამშაბათი):

✔ 07:30 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 08:30 საათი - გამოგზავრება ტრაპიზონისკენ
✔ 23:00 - 23:30 საათზე - ჩასვლა ქ. ტრაბზონში, დაბინავება სასტუმროში?

დღე მეშვიდე, 21 ივნისი (ოთხშაბათი):

✔ 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 09:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ მცირე აია სოფიას ტაძარი
✔ უზუნგოლის ტბა - პანორამული ხედები (თავისუფალი დრო ორი საათი)
✔ 14:30 საათიდან გამომგზავრება სარფის მიმართულებით
✔ 17:00 საათი - 18:30 საათი - სასაზღვრო პროცედურები სარფში
✔ თბილისში (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი) - დაბრუნების დრო - 01:00 საათი

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

✔ ტრანსპორტირება კომფორტული (კონდიციონერიანი) ავტობუსით 
✔ 6 ღამისთევა სასტუმრებში (1 სამსუნში, 1 კაბადოკიაში, 3 ალანიაში და 1 ტრაბზონში)
✔ საუზმეები
✔ გიდის მომსახურეობა

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება და კაბადოკიაში (მუზეუმების ➡ 10 - ჯამში) და ალანიაში (კრუიზის ➡ ) მოსაკრებლები.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა

საზღვარზე გადასვლისას უნდა იქონიოთ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/17
    დაბრუნება
    • 21/06/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა