national delicacy

ლაშქრობა თრუსოს ხეობაში ივნისს

  • ID: 31441
  • ნახვები: 5393
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/06/17
    დაბრუნება
    • 04/06/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" 4 ივნისს, კვირას , გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო-შემეცნებით ტურს თრუსოს ხეობაში. 

●შეხვედრის დრო და ადგილი: 4 ივნისი, კვირა, მეტრო რუსთაველის წინ. დილის 06:30 საათი. გასვლა ზუსტად 07:00 ზე ! 

●ფასი: (ჩვენი ფონდის, " მინიმუმი" ს ჩათვლით)

ფასი კლუბის წევრებისთვის:

●ფასში შედის : ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება. 

●სირთულე: 
მარტივი, გემრიელი სასიარულო ,ხეობის გზა ^_^

●ფეხით გასავლელი მანძილი
20 კმ ორივე გზა

●☼ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა 

●ღირსშესანიშნავი ადგილები: 
ქასარას კანიონი
თრუსოს ტრავერტინები
ნასოფლარი აბანო
კეტრისი 
ზაქაგორის ციხესიმაგრე
მინერალური წყლები
და საოცარი ხდები ველურ გარემოში

●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი

●რა წავიღოთ? 

ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი , ქუდი, სათვალე. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :) 

ფინანსური მხარე:
______________
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 2 ივნისი, პარასკევი

ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლაშქრობა თრუსოს ხეობაში
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
 

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/06/17
    დაბრუნება
    • 04/06/17