national delicacy

დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში .

  • ID: 31640
  • ნახვები: 15457
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/17
    დაბრუნება
    • 02/07/17
დამატებითი ინფორმაცია

30 ივნისს და 1 - 2 ივლისს (პარასკევი - შაბათი - კვირა), "გაიცანი " გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

30 ივნისი (პარასკევი) - პირველი დღე:

✔ 06:00 გასვლა თბილისიდან
✔ გადასვლა ვალეს საბაჟოდან (10:00 - 11:00 საათი)
✔ ერუშეთის ქედი - პანორამული ხედები (ზღვის დონიდან 2550 მ)
✔ შავშეთის (სათლეს) ციხე - მშენებლობა დაკავშირებულია -ბიზანტიის ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში.
✔ ტბეთი - ტბეთის რვამკლავიანი ტაძრის ტიპის ნაგებობები ში ძალიან იშვიათია
✔ ხანძთა - ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა. (ფეხით სასიარულო მანძილი ჯამში 7 კმ, სირთულის მხრივ საშუალო)
✔ დოლისყანა - ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. 

✔ 21:00 სთ დაბინავება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.
სასტუმროს ლინკი - #

1 ივლისი (შაბათი) - მეორე დღე:

✔ 09:00 სთ - საუზმე სასტუმროში
✔კავკასიძეების ციხე (თეკკალე) - ასე მოიხსენიებენ დღეს კავკასიძეების ციხეს, რაც ცალ ციხეს ნიშნავს. პატარა, მაგრამ მიუდგომელი ციხე ოთხთას გზაზე სოფელ თექალეშია.
✔ თორთუმის ჩანჩქერი - ულამაზესი პანორამული ხედბი
✔ თორთუმის ტბა
✔ ოშკი - ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.
✔ ხახული - საქვეყნოდ ცნობილია ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერში გადააბრძანა, სადაც ხატი ხელახლა მოიჭედა და კარედით შეიმკო. 1952 წლიდან ხატი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.
✔ ქალაქი იუსუფელი - 1 საათი თავისუფალი დრო, გასეირნება ქუჩებში - shopping.

✔ 20:00 სთ დაბრუნება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.
სასტუმროს ლინკი - #

2 ივლისი (კვირა) - მესამე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔იშხანი - იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. 
✔ ბანა - XIX საუკუნის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: `ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით.
ფეხით სასიარულო მანძილი ჯამში 2-3 კმ.


თბილისში დაბრუნების დრო: 23:30 სთ. (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)

ტურის ღირებულება გახლავთ:. ღირებულებაში შედის:

✔ ტრანსპორტირება კომფორტული კონდიციონერიანი ავტობუსით. (ორი მძღოლი გვეყოლება)
✔ორი ღამისთევა სასტუმროში #
✔ ორჯერადი კვება სასტუმროში (საუზმე-ვახშამი)
✔ კვალიფიციური გიდი

ფასში არ შედის კვება მგზავრობის განმავლობაში.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა
-------------------------------------------------------------------------------------
საზღვარზე გადასვლისას უნდა იქონიოთ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/17
    დაბრუნება
    • 02/07/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა