national delicacy

ჯუთა,ჭიუხები,აბუდელაურის ტბები,როშკა

  • ID: 31750
  • ნახვები: 12495
complogo
ჯეო მეგზური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/17
    დაბრუნება
    • 02/07/17
დამატებითი ინფორმაცია

???? 1 - 2 ივლისს "ჯეო მეგზური" და "რონინი" გთავაზობთ ერთობლივ სათავგადასავლო ლაშქრობას ხევიდან ხევსურეთში,სადაც მოვინახულებთ ჯუთას,ჭაუხებს,აბუდელაურის ფერად ტბებს და როშკას.

????➡ შეკრების ადგილი და დრო:

⏰ შეკრების დრო: 7:30 სთ.
???? გასვლა: 08:00 სთ.
თბილისი ცენტრალიდან (M სადგურის მოედანი,რკინიგზის სადგურის ამოსასვლელი)

ლაშქრობის დეტალური აღწერა
დღე 1.
08:00 საათზე გავალთ თბილისის ცენტრალიდან სოფელ ჯუთას მიმართულებით.გზად გავჩერდებით ხევის ისტორიულ სოფელ სნოში,სადაც მოვინახულებთ უძველეს სნოს ციხეს და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარს.სნოს მონახულების შემდეგ ავალთ სოფელ ჯუთაში,რომელიც 2200 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან.ჯუთადან დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური ჭაუხების მიმართულებით.გზად შევისვენებთ ყველასათვის ცნობილ "მეხუთე სეზონთან". შესვენების შემდეგ ავალთ ჯუთას ტბაზე,წავიპიკნიკებთ და გადავალთ ჭაუხების ძირში,სადაც გავშლით ბანაკს და გავათევთ ღამეს.

დღე 2.
ლაშქრობის მეორე დღეს,დილას 07:00 საათიდან დავიწყებთ ბანაკის აშლას,ვისაუზმებთ და 07:45 საათზე დავიწყებთ ლაშქრობას ჭაუხების უღელტეხილის გადასალახად.ჭაუხებია პიკი ჩვენი ლაშქრობის..♥.. ულამაზესი ხედები გადაიშლება ჩვენს ფერხთით ხევსა და ხევსურეთზე ♥.უღელტეხილიდან პირდაპირ დავეშვებით აბუდეალურის ფერად ტბებზე,სადაც მოვინახულებთ მწვანე,ლურჯ და თეთრ ტბებს. ჭაუხების გადალახვით დაქანცულნი დავისვენებთ,მივირთმევთ რაც გვექნება და არ გვექნება ) შემდეგ ძალა აღდგენილები ჩავალთ სოფელ როშკაში..იქ დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი და დიდი ემოციებით აღვსილნი გამოვემართებით ჩვენს დედაქალაქში ♥

მარშრუტის სირთულე: 
საშუალოდ რთული 

ფეხით გასავლელი მანძილი: 
სულ 21 კმ


???? ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

???? თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
☡ თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 96 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
⌚ ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

????✔ ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება თბილისი-ჯუთა,როშკა-თბილისი 
2.გამყოლი 
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
4.პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)

☡❌ ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 
სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა,საგებელი(პარალონი) )
გამოუვალ მდგომარეობაში ვეცდებით დახმარებას.

☡ გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
მოგვიწევს ნაშალ ქვებზე ჩასვლა მეორე დღეს ... 
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო. 

☡ საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი,წამოიღოთ საწვიმარი,სალაშქრო ჯოხი რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს,ფანარი,მზისაგან დამცავი კრემი,სათვალე, კეპი...
აფთიაქი თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.


☡ გთხოვთ:
???? ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
❌ ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

???? დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ლევანი;
ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ჯეო მეგზური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/17
    დაბრუნება
    • 02/07/17