national delicacy

დღიანი დაუვიწყარი ტური რაჭაში - ივლისი

  • ID: 32432
  • ნახვები: 4966
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17
დამატებითი ინფორმაცია

2 დღიანი დაუვიწყარი ტური რაჭაში

 

              მარშუტი: თბილისი-ნიკორწმინდა-საყინულე-,,უდაბნოს" ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტერი-ხოტევი-ამბროლაური-ხვანჭკარის ღვინის ქარხანა-ბარაკონი-თბილისი

რატომ ,, დაიმონდ ჯორჯია"-ს რაჭის ტური? იმიტომ , რომ ზოგიერთებივით შეუსრულებელ და უაზროდ გატენილ სამარშუტო ტურებს არ ვდებთ და მეორე-ჩვენ არ ვაჩერებთ ამბროლაურში სადაც ისეთივე სიცხეები იცის როგორც თბილისში(ზღვის დონიდან თითქმის ერთი და იგივე სიმაღლეზეა 50 მეტრშია სხვაობა), ვჩერდებით ულამაზეს ნიკორწმინდაში

ტურის ღირებულება

გამგზავრება ვარდებნის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან 15 ივლისს  დილის 7 საათზე

15.07  1 დღე: ნიკორწმინდის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, საყინულე, უდაბნოს ჭელიშის მონასტერი

7:00 გავსლა ვარდების მოედნიდან რაჭის მიმართულებით, გადავივლით თუ არა ნაქერალას უღელტეხილს და გავჩერდებით , ადგილი  საიდანაც  იშლება ულამაზესი ხედები, შთამბეჭდავია ტყიბულის წყალსაცავი ზემოდან. ზუსტად ამ ადგილას აღმართულია ანძა,რომლის იქითაც იწყება რაჭა. ბუნება რადიკალურად იცვლება ერთი მოსახვევის შემდეგ. ეს ადგილი კარგია ფოტოსტოპისათვის. ვჩერდებით დაახლოებით 15 წთ.  

12:00 ჩასვლა ნიკორწმინდაში.ვნახულობთ წმ ნიკოლოზის სახელობის ტაძარ ნიკორწმინდას,   რომელიც   აგებულია XI საუკუნეში 1010-1014 წლებში ერთიანი ს პირველი მეფის ბაგრატ III -ის მიერ.   რაც შეეხება ტაძრის არქიტექტურულ მნიშვნელობას, იგი შემკულია იშვიათი ჩუქურთმებით, რაც დიდ ხიბლს სძენს.

12:30-13:30  დაბინავება საოჯახო სასტუმროში.თავისუფალი დრო

13:30 ტრანსპორტით გავემგზავრებით საყინულეს გამოქვაბულისკენ.

13:45-14:00 საფეხმავლო ტური საყინულესკენ, ფეხით სავალი მანძილი ერთი მიმართულებით დაახლოებით 350 მეტრი.

14:00-14:30 საყინულე. ჩასვლა  საყინულეს მღვიმეში და დათვალიერება.

14:45-გამგზავრება  ,,უდაბნოს" ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტრის მიმართულებით.

15:30 - ,,უდაბნოს" ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტრი

16:00-18:30 პიკნიკი ბუნებაში , მდ. შარეულას მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაბრუნება საოჯახო სასტუმროში და თავისუფალი დრო.

20:00 ვახშამი საოჯახო სასტუმროში სურვილისამებრ

16.07  2 დღე: ხოტევი (13 საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია),ამბროლაურის ეკლესია,ხვანჭკარა-ს ღვინის ქარხანა. დეგუსტაცია 2 სახეობის ღვინის(ხვანჭკარა და ტვიში),ბარაკონის  ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

8:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში;

9:00 გამგზავრება ბარაკონის მიმართულებით

9:30 ხოტევი. ვჩერდებით სოფელ ხოტევში,სადაც მდებარეობს 13 საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. თავად სოფელი ხოტევი პირველად 11 საუკუნის წყაროებში მოიხსენიება, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების თავმოყრის ადგილი. სოფელში, მთავარ გზაზე არის უნიკალური წყარო, რომელსაც ტურისტებს ვთავაზობთ.

10:30 გავემგზავრებით ამბროლაურის მიმართულებით.

10:45 ჩასვლა ამბროლაურში , ვნახულობთ   ეკლესიას,    შემდეგ მოვინახულებთ  ხვანჭკარას ღვინის ქარხანას და მოვახდენთ 2 სახეობის (ხვანჭკარას და ტვიშის) დეგუსტაციას(სურვილისამებრ).აქვე მაღალკვალიფიცირებული გიდი დეტალურად აგვიხსნის  ამ ორი სახეობის  ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. 

12:00 გავემგზავრებით ბარაკონის მიმართულებით.

12:30 ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი რომელიც აგებულია 1753 წელს რაჭის ბოლო ერისთავის როსტომის მიერ,რომლის საფლავიც ამავე ეკლესიაშია საკურთხევლის წინ.

13:30 - 16:00 რესტორანი ,,რაჭა " რომელიც მდებარეობს ამბროლაურში, ადგილი სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ადგილობრვი უგემრიელესი კერძები.

16:00 გამომგზავრება თბილისისკენ

21:00  თბილისი

იმისათვის რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ 18 მსურველი

ტურის რეალიზაციის ბოლო ვადაა 14 ივლისის 20 საათი

ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში,

საოჯახო სასტუმროში განთავსება,

გიდის მომსახურება.

ღირებულებაში არ შედის:

კვება,

ღვინის მარანში ,,ხვანჭკარა" დეგუსტაცია-

ტურის შეძენამდე  მსურველები დაგვიკავშირდით:

T. ; ; ;
Facebook: 

E-mail:
Skype: diamondgeorgia5

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17