national delicacy

მოირონინე (არასტანდარტული) თუშეთი -- სექტემბერს

  • ID: 32572
  • ნახვები: 7541
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/09/17
    დაბრუნება
    • 04/09/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გთავაზობთ სამ დღიან ტურს 
თუშეთში - 2-3-4 სექტემბერს

შეკრების ადგილი და დრო:
Radisson Blu Iveria - (ველოსიპედის წინ);
შეკრების დრო: 02:30 სთ. 
გასვლა: 03:00სთ.


ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის ულამაზეს სოფლებს.


მარშრუტი: თბილისი - ალვანი- თორღვას აბანოები - ომალო - შენაქო -ქუეს გადასახედი -მირგველა-დართლო-კვავლო - ბოჭორნა - დოჭუ -ქუმელაურთა- ორეთის ტბა -კესელოები- თელავი - თბილისი.
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4 
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 280 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria (ველოსიპედის წინ);
გასვლა (შაბათს) ანუ პარასკევი რომ დაღამდება :)) 3:00 სთ (ღამე)..
ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.

ღირებულება: 
(სასტუმროში განთავსებით 180)

ფასში შედის:
ტრანსპორტირება გამყოლი გაზი ყავა ჩაი აფთიაქი ფოტო ვიდეო გადაღება


ყველამ თან იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა ანუ ''სპალნიკი'' კარავი,პარალონი. (სასურველია) ..თუ არ გაქვთ კარვის და პარალონის შოვნაში დაგეხმარებით.

რა ჩავიცვა?
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. ???? 

ტურის დეტალური აღწერა:

I დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - თორღვას აბანოები- აბანოს უღელტეხილი - ქვემო ომალო - შენაქო -ქუეს გადასახედი- მირგველა-დართლო-კვავლო.

პირველ დღეს ვნახავთ : გავჩერდებით თორღვას აბანოებთან სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შესვლა. ასევე ვნახავთ სოფელ შენაქოს ჩაღმა ხეობაში,გზად ასევე გავჩერდებით ქუეს გადასახედზე სადაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. ქუეს გადასახედიდან გამოვალთ მირგველაში და გავემგზავრებით სოფელ დართლოში, დაბინავების შემდეგ ავალთ და დავათვალიერებთ სოფელ კვავლოს.
ფეხით სავალი: 4-5 კმ
დაბანაკება: დართლოში.

II დღე: დართლო - ბოჭორნა -დოჭუ- ქუმელაურთა-ორეთის ტბა-
პირიქითა ხეობის სოფლის მონახულება.
გავემგზავრებით დილას გომეწრის ხეობისკენ სადაც ვნახავთ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2372მ. შემდეგ გადავხედავთ კლდეზე ნაგებ ლამაზ სოფელ დოჭუს და გომეწრის ხეობიდან წავალთ სოფელ ქუმელაურთაში საიდანაც დაიწყება საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე. ორეთის ტბა ზღვის დონიდან 2650 მ მდებარეობს. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, ს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).
დაბანაკება: ომალოში
ფეხით სავალი : 13 კმ (ქუმელაურთა ორეთის ტბა ქუმელაურთა)

III დღე: ომალოს კესელოები - ვიზიტორთა ცენტრი - ალავერდი. 
მესამე დღეს დილით ვნახავთ ომალოს კესელოებს რომელის აგებულია XVIII საუკუნეში.ასევე გზად შევივლით ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორთა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამოვემართებით თბილისისკენ. თუ დრო დაგვრჩა მოვინახულებთ ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარს .

სამი დღის სამყოფი საკვები წამოიღეთ თბილისიდან. თუ ვინმეს აქვს სურვილი სასტუმროში დარჩენის წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომ დავჯავშნოთ .

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;

ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/09/17
    დაბრუნება
    • 04/09/17