ლუქს ტური : თავის თავში მოიცავს მაქსიმალურ კომფორტს რაც კი ამ მიმართლებაზეა შესაძლებელი .
ტურში მონაწილე ტურისტების რაოდენობა 3-4 . ჩვენ არ გადაგვყვავს მგზავრები დელიკას ტიპის ავტომობილებით .
სამგზავროდ გამოიყენება მხოლოდ ლენდროვერის და ნისანი ტიპის კომფორტული ყველგანმავლები რათა გზაში გამოირიცხოს რწევისაგან მიღებული უსიამოვნო შედეგები .
პირველი დღე - ვიკრიბებით რედისონის მიმდებარედ და მივემგზავრებით თუშეთის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ უჯარმის ციხეს , შუამთის სამონასტრო კომპლექსს და ალავერდის ტაძარს, გადავივლით აბანოს უღელტეხილს ( პიკნიკი უღელტეხილზე) და ჩავალთ ომალოში, აქ შესვენების შემდეგ გავემართებით შენაქოსა და დიკლოს სანახავად. დავბინავდებით სასტუმროში.
მეორე დღე - ძველი ომალო, დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი და მირგველა.
მესამე დღე - დოჭუ, ჯვარბოსელი და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი - სოფელი ბოჭორნა (2345მ.)
საჭირო ეკიპირება:
· თბილი და მოსახერხებელი ტანისამოსი/ფეხსაცმელი
·
ტურში მონაწილეთა მიერ გასათვალისწინებელი დეტალები:
· არ ვაბინძურებთ გარემოს
· ავტომობილში აკრძალულია მოწევა და ალკოჰოლის მიღება
· თუშური ტრადიციის მიხედვით თუშეთში სასტიკად აკრძალულია ღორის ხორცის მირთმევა
ტურის ღირებულებში შედის:
უმაღლესი კლასის სასტუმრო თუშეთში სამჯერადი კვებით .
ტრანსპორტირება კომფორტული მაღალი გამავლობის ლენდროვერის ტიპის ჯიპით (მნიშვნელოვანი პლიუსი თუშეთის გზაზე დელიკებთან მიმართებაში)
გიდის და თარჯიმანის მომსახურეობა .
წახემსება გზაში. (აბანოს უღელტეხილზე )
ტურის ღირებულებაში არ შედის :
სამოგზაურო დაზღვევა ან რაიმე ხარჯი რომელიც არაა ზემოთ მოყვანილი .
სურვილისამებრ ტურის განრიგი შეიძლება იქნეს შეცვლილი.
ფასი პირდაპირპროპორციულია შემოთავაზებული კომფორტისა ასკეტური დასვენების მსურველთათვის შესაძლებელია მოეწყოს მცირე ბიუჯეტიანი ტურებიც ..