გსურთ დაისვენოთ ორი დღე ოჯახურ გარემოში? მაშინ შემოგვიერთდით და ერთად გავეცნოთ სვანურ კულტურას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
გავატაროთ 2 დღე სვანურ ოჯახთან ერთად და ვისიამოვნოთ საოცარი სანახაობებით.
➡ 29-30 ივლისი
საოჯახო სასტუმროში შეგვიძლია ვისიამოვნოთ ცხენებით ჯირითით და გავისეირნოთ ველოსიპედებით.
.
➡ ტურის ღირებულება:
➡ მარშუტი:
თბილისიდან გავემართებით 01:00 სთ-ზე 28 ივლისს, რათა მესტიაში დილით ადრე ჩავიდეთ.
1 დღე:
ჩასვლა ლატალში და შემდეგ მესტიაში. განთავსება საოჯახო სასტუმროში, სოფელ ბეჩოში. დასვენების შემდეგ გავემართებით უშგულისკენ.
2 დღე:
დილით ავალთ ზურულდში(ჰაწვალი), სადაც დავათვალიერებთ ულამაზეს ხედებს.
სურვილისამებრ დავაგემოვნებთ სვანურ სამზარეულოს. მოვინახულებთ მჟავე წყლებს.
ფასში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
- ორი გამყოლი/გიდი
- ინგლისური ენის თარჯიმანი (საჭიროებისამებრ)
- ფოტო გადაღება
- ერთჯერადი კვება საოჯახო სასტუმროში
- ყავა, ჩაი, ტკბილეული
- ცხენებითა და ველოსიპედებით მომსახურება
- სახალისო აქტივობები
ფასში არ შედის გზაში კვება. საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად.
მსურველთა არსებობის შემთხვევაში ტური შესაძლებელია გაკეთდეს 28-29 ივლისს. (28 ივლისს არის კვირიკობის დღესასწაული).
ტურისთვის აუცილებელია მინიმუმ 20 ადამიანი.
დაგვიკავშირდით