national delicacy

ერთდღიანი ტური აბუდელაურის ფერად ტბებზე

  • ID: 32959
  • ნახვები: 5829
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" კვირას, 16 ივლისს გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს პირაქეთა ხევსურეთში ♥

●შეხვედრის დრო და ადგილი : 16 ივლისი, კვირა , მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ დილის 06:30 ზე.

●ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

●ფასი: (ჩვენი ფონდის, "+ 1 მინიმუმი"ს ჩათვლით)
●ფასი კლუბის წევრებისთვის :  
●ფასი მოიცავს: 
ტრანსპორტირებას და გამყოლის მომსახურებას

●საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს და ვაწყობთ ერთიან პიკნიკს

●ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
20 კმ ორივე გზა. 
(უამინდობის , უგზოობის შემთხვევაში შეიძლება +- 6-7 კმ დაგვემატოს, თუ მარშუტკა ვერ ავა სოფელ როშკამდე იმ შემთხვევაში)

●ლაშქრობის სირთულე: საშუალო

●ღირსშესანიშნაობანი:
სოფელი როშკა
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის ტბები :
მწვანე ტბა
ლურჯი ტბა
თეთრი ტბა
ხედები ჭიუხებზე, პირაქეთ ხევსურეთზე და არა მარტო...
რამდენიმე ლეგენდა/მითი/ანდრეზი შემიძლია მოგიყვეთ ხევსურული მითოლოგიიდან...

●ამინდი: 
☼ამინდი: მრავალმზიანი ,უხვხედიანი, ლაშქარმრავალი ? ♥
შედგება მიუხედავად ამინდისა.

●რისკები, საფრთხეები: ზემოთ ტბებთან არ იჭერს ტელეფონი და წინასწარვე გააფრთხილეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. ასევე გზა თეთრ ტბამდე არის ქვიანი და აუცილებლად კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი ჩაიცვით, არ ცურავდეს და სასურველია იყოს მაღალყელიანი, და რაღათქმაუნდა შეიძლება დაგემართოთ ისეთი უცნაური რამ, როგორიცაა მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥

●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და ნახევარი ლიტრი წყალი. საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი მოსაცმელი .ქუდი და სათვალე მზისგან თავდასაცავად. მზის კრემი. სასურველია სალაშქრო ჯოხები.თუ ვინმე უკრავთ და მრერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი ♥ აუცილებლად იქონიეთ კარგი განწყობა და ღიმილი, თორემ არ წაგიყვანთ :D
●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი.
➳ფინანსური მხარე:
______________
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 13 ივლისი, პარასკევი
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგიგზავნით პირად ნომერს. 
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლაშქრობა აბუდელაურის ტბებზე
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს


☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)
იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა !
☛1. არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
2. არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
3.ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
4.არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
5.არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
6.არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული) 
7.არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
8.არ ვბილწსიტყავობთ!
9.არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
10.არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
11.არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
12.ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
13.არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
14.ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში, რადგან იგი არის გასვლის ლიდერი.
15. არ ვწუწუნებთ, გადამდებია და სხვებს ექმნებათ დისკომფორტი.
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17