national delicacy

დღე თუშეთში თუში გიდის თანხლებით

  • ID: 33069
  • ნახვები: 3316
complogo
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/07/17
    დაბრუნება
    • 20/07/17
დამატებითი ინფორმაცია

4 დღე თუშეთში 17-18-19-20 ივლისს

1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ ში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ), რომელიც გადადის თუშეთში. აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. შევივლით სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, სოფელს დიკლოს და ბიჭეხის ციხის კომპლექსს დაღესტნის საზღვარზე.

2) დღე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე(2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს და თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. მოვინახულებთ პირიქითის ხეობის სოფლებს თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული ულამაზეს სოფელს დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), დანოს, ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, აქ მდებარეობს ციხე-კოშკები საიდანაც ერეკლე II ელჩებს გზავნიდა რუსეთში. სასაზღვრო სოფელ გირევს, ნასოფლარ ჰეღოს.

3) დღე: მოვივლით გომეწრის ხეობის სოფლებს ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. სოფელ ილიურთას და იქ მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძარს, ვაკისძირს, ჯვარბოსელს, ვერხოვანს, წაროს.

4) დღე: ნასოფლარ აგეურთას, ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, ომალოს გადასახედს, ქუეს გადასახედს. ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის – კვებით. კვების გარეშე. ღირებულებაში შედის: კვება 3-ჯერადი, ტრანსპორტი – (გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები), საოჯახო სასტუმრო, გიდი. ტრადიციული, თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი (ხაჭაპური) . სასმელი ღვინო და არაყი.

* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, “ჩითები”, თექის ნამუშევრები.

* სასტუმროში აგრეთვე არის „მწვანე კუთხე“ სადაც განთავსებულია თუშეთში არსებული უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნიმუშები. დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათი სამკურნალო თვისებების შესახებ.

გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია 7:00 სთ

ტელ: P.S. ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/07/17
    დაბრუნება
    • 20/07/17