national delicacy

რუსეთის ვიზები

  • ID: 33293
  • ნახვები: 3680
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/07/17
    დაბრუნება
    • 31/12/17
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ სავიზო მომსახურებას რუსეთის ვიზის მისაღებად.

მათ, ვისაც სჭირდება რუსეთში გამგზავრება კერძო ან საქმიანი ვიზიტით,  TIFLIS TRAVEL გთავაზობთ სავიზო მომსახურებას 1- ჯერადი, 2- ჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი ვიზების მისაღებად 1 თვიდან 1 წლამდე პერიოდით.

რუსეთის ვიზის მისაღებად აუცილებელი და მთავარი პირობაა გქონდეთ ოფიციალური მოწვევა გაცემული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს  საიმიგრაციო სამსახურის მიერ.

ასეთი მოწვევის გარეშე რუსეთის ვიზა არ გაიცემა.                                                                               

ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე დაგიმზადებთ ოფიციალურ მოწვევას გაცემულს რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურიდან, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ რუსეთის ვიზა.  

მოწვევის დამზადება ხდება რუსეთის  შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში  დოკუმენტების წარდგენიდან  20 - 25  სამუშაო დღეში.  ცალკეულ შემთხვევებში რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურის მიერ ეს ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს სხვადასხვა მიზეზებით.  

დაჩქარებული წესით მოწვევის დამზადება არ ხდება. 

მოწვევების ფასები

ჩვენს მიერ დამზადებული მოწვევის  ფასებია:      

- მოწვევა 3 თვიანი 1-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის -  850  ლარი

- მოწვევა 3 თვიანი 2-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის - 1000  ლარი

- მოწვევა  1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების საქმიანი (ბიზნეს)  ვიზისთვის  - 1600  ლარი

- მოწვევა 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების მძღოლის (გადამზიდავის) ვიზისთვის - 1600  ლარი

თანხის გადახდა ხდება  ლარში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოწვევის შეძენის  შემთხვევაში უფასოდ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:  სავიზო კონსულტაცია, სავიზო ანკეტის შევსება, საკონსულო მოქმედებათა ბარათის შევსება, საკონსულოში ონლაინ ჩაწერა, ავიაბილეთის და სასტუმროს დაჯავშნა.

ყველა აუცილებელი დოკუმენტის (მოწვევის, სავიზო ანკეტის, საკონსულო მოქმედებათა ბარათის, ფოტო სურათის, პასპორტის და  სხვა) საკონსულოში წარდგენის  და სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ  ვიზა (ან უარი ვიზაზე) ოფიციალურად გაიცემა   4 - 20 დღეში, რეალურად  3 - 5 დღეში.  

სავიზო მოსაკრებლის თანხა

რუსეთის  საკონსულოში  გადასახდელი  სავიზო  მოსაკრებელი  შეადგენს:

- 3 თვიანი 1-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის - 60 $

- 3 თვიანი 2-ჯერადი გამოყენების კერძო ან საქმიანი (ბიზნეს) ვიზისთვის -

- 1 წლიანი მრავალჯერადი  გამოყენების  საქმიანი ( ბიზნეს)  ვიზისთვის - 180 $

- 1 წლიანი მრავალჯერადი გამოყენების მძღოლის (გადამზიდავისვიზისთვის - 180 $

სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულოში აშშ დოლარებში.

გაცნობებთ,  რომ  არც ერთი  ზემოთ  ჩამოთვლილი  ვიზა  არ  არის  სამუშაო ვიზა  და  იგი  არ  გაძლევთ რუსეთში  ლეგალურად  მუშაობის  უფლებას.  ასევე,  1  წლიანი საქმიანი (ბიზნეს) ვიზა არ გაძლევთ საშუალებას  1  წლის განმავლობაში  უწყვეტად  იყოთ  რუსეთის ტერიტორიაზე,  არამედ,  ამ  ვიზით  1  წლის განმავლობაში შეგიძლიათ მრავალჯერ გადაკვეთოთ რუსეთის საზღვარი  საქმიანი (ბიზნეს)  მიზნებით, იმ პირობით,  რომ  რუსეთის  ტერიტორიაზე  ყოფნა  არ უნდა აღემატებოდეს  90 დღეს ყოველი 180 დღის განმავლობაში. 

მოწვევისათვის საჭირო დოკუმენტები:

- პასპორტი,  რომლის მოქმედების  ვადა  უნდა იყოს თქვენს მიერ  რუსეთის ფედერაციიდან  გამომგზავრების  სავარაუდო  თარიღის შემდგომი  მინიმუმ 6 თვე (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდს);

- პირადი მონაცემები (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, და ა.შ.);

ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან ცნობა მეწარმის შესახებ, ორგანიზაციის რეკვიზიტები (საქმიანი (ბიზნეს) ვიზის შემთხვევაში);  

- შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა (მძღოლის ვიზის შემთხვევაში).

ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას და დაგეხმარებით ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, რაც საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ ვიზის მიღების ალბათობა.

                                                                                                                                                                                 

დაგვიკავშირდით:   ☎   ( 32)  235 20 02

                                       

                                       

ან მოგვწერეთ:  

ელ. ფოსტა: 

Skype:  Tamaz TIFLIS TRAVEL

   TIFLIS  TRAVEL 

თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. # 183 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/07/17
    დაბრუნება
    • 31/12/17