national delicacy

დაესწარით კვირიკობის დღესასწაულს სვანეთში მხოლოდ - ივლისი

  • ID: 33419
  • ნახვები: 4535
complogo
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/07/17
    დაბრუნება
    • 30/07/17
დამატებითი ინფორმაცია

დაესწარით კვირიკობის დღესასწაულს სვანეთში მხოლოდ13 28-30 ივლისი

 28.07(00:01)-30.07(23:00)

მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი),ქორულდის ულამაზესი ტბები.ზუგდიდი თბილისი.

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, ვარდების მოედნიდან   28 ივლისი 00:01

შეხვდით სვანეთის უდიდეს დღესასწაულს-კვირიკობას სოფ.კალა-ში და დაესწარი ულამაზეს ზეიმს



 

ღირებულება:

1 პერსონა კვების გარეშე --           130  ლარი              

1 პერსონა  საუზმით(2 საუზმე)–                         

1 პერსონა საუზმით (3 საუზმე)-           170  ლარი               

1 პერსონა  2-ჯერადი კვებით  --                       

 


ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.

 

 

ტურის დეტალური აღწერა:

             

 

 

28.07 კვირიკობის დღესასწაული სოფ.  ,,კალა“-ში,  უშგული

 

ვნახავთ: სოფ. კალას (ადგილი სადაც იმართება სვანეთის ყველაზე დიდი დღესასწაული, ლაგურკის ანუ წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს,  ლამარიას (ღვთისმშობლის სახელობის) ეკლესიას,
08:00  დაბინავება  საოჯახო სასტუმროში

10:00  გამგზავრება უშგულის მიმართულებით.

12:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ  და დავესწრებით  კვირიკობის ულამაზეს დღესასწაულს. (ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას ,XII ს - ის მხატვრობა).

14:30 .გავემგზავრებით უშგულის მიმართულებით

16:00 უშგული, ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.ვნახავთ ,,ლამარია’-ს ღვთისმშობლის  ეკლესიას.ასევე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.

18:00 გავემგზავრებით მესტიისკენ, გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა და სუათების გადაღება;

20:00  ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, მესტიაში

 

29.07 :  მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).  მარგიანების სახლმუზეუმი

 

08:00  საუზმე საოჯახო სასტუმროში ,თავისუფალი დრო.

09:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი მყინვარის და ჭალაადის ყინულვარდნილის    მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა.დამატებით გადავიხდით დელიკას მომსახურებაში.

12 :30 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.

უშბისა და თეთნულდის   ხედების  ფონზე შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება და ასევე შეგიძლიათ ისადილოთ.

18:00 ჩამოვალთ მესტიაში და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,ვესტუმრებით მესტიის ცნობილ მარგიანების მუზეუმს,სადაც ადგილობრივი გიდი დეტალურად გაგვაცნობს: სვანეთის ისტორიასა და კოშკის დანიშნულებას.  დაბინავებასაოჯახო სასტუმროში

ვახშამი.

 

30.07  ქორულდის ტბები, სოფელი ლატალი-მოვინახლებთ მაცხვარიშისა და იენაშის უძველეს ტაძრებს. ზუგდიდი -ტური  დადიანების სასახლეში

08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში. 

09:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით  ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით -ჯგუფის რაოდენობიდან გამომდინარე  

11:00 გავემგზავრებით  თბილისის მიმართულებით. გზად სოფელ ლატალში-მოვინახლებთ მაცხვარიშისა და იენაშის უძველეს ტაძრებს.  შემდეგ მოვინახულებთ  ულამაზესი ენგურის გადასახედს  

15:30 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)

16:30 გავემგზავრებით თბილისში
 

23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 

სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო ავტობუსი (თბილისი-მესტია-უშგული-მესტია)

საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.


 

გიდის,გამყოლის   მომსახურება,

ფოტო გადაღება.

ღირებულებაში არ შედის:

საბაგიროთი გასეირნება დამატებით

მუზეუმში შესვლის საფასურები

გზის კვება.

ტური რეალიზაციის ბოლო ვადაა 27 ივლისის 19 :00 საათამდე

 

შეძენის მსურველები დაგვიკავშირდით

 

ტურის შეძენამდე  მსურველები დაგვიკავშირდით:

 T:

 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/07/17
    დაბრუნება
    • 30/07/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა