national delicacy

დასვენება, გართობა, ექსკურსიები - ჩერნიგორია

  • ID: 33512
  • ნახვები: 3942
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 16/09/17
დამატებითი ინფორმაცია

გამგზავრების თარიღი: 9 სექტემბერი

პროგრამა:
დღე: 1 - ჩამოსვლა ტივატში. ტრანსფერი სასტუმროში ქ. ბუდვაში. დაბინავება.თავისუფალი დრო.

დღე: 2 - თავისუფალი დრო სანაპიროზე. 

დღე: 3 - ექსკურსია ,, ოსტროგის მონასტერი და პოდგორცა“ ჩერნიგორიის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ნაციონალური სიმდიდრე - კლდეში გამოკვეთილი მონასტერი ოსტროგი (ზღვის დონიდან 900 მ. სიმაღლეზე) შედგება 2 ეკლესიისგან , პირველი ჯვართამალების ტაძარი აგებულია 1665 წ. მეორე ღვთისმშობლის ამაღლების 1774 წ. სწორედ მასშია დაბრძანებული წმ. ბასილი ოსტროჟკის მკურნალისა და სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები. 300 წელზე მეტია ეს ადგილი იზადავს მორწმუნეებს სხვადა სხვა ქვეყნიიდან. გზად მოვინახულებთ ხორვატიის ადმინისტრაციულ ცენტრს - პოდგორცას. 
ექსკურსიის ხანგრძლივობა: 7:00-16:30.

დღე: 4 - თავისუფალი დრო სანაპიროზე. 

დღე: 5 - დღის პირველი ნახევარი – თავისუფალი დრო სანაპიროზე დასვენებისთვის. 
დღის მეორე ნახევარში ექსკურსია - ,,ბოკო კოტორი“- ადრიატიკის ზღვის ყურე ჩერნოგორიის სამხრეთ-დასავლეთში, ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე ფიორდი. ვეწვევით იტალიური არქიტექტურის უძველეს ქალაქებს - კოტორს და პერესტს, გავისეირნებთ ქალაქებში თავისი ვიწრო ქუჩებითა და ლამაზი მოედნებით, შევხვდებით მზის ჩასვლას ხორვატიის ყველაზე რომანტიკულ ადგილას კუნძულ გოსპა ოდ შკპელაზე, ვნახავთ კუნძულზე მდებარე ეკლესიასა და მუზეუმს. 
ექსკურსიის ხანგრძლივობა: 15:00-20:30.

დღე: 6 - თავისუფალი დრო სანაპიროზე. 

დღე: 7 - ექსკურსია სამხრეთით ,, სკადარის ტბა“ - ყველაზე დიდი ტბა ბალკანეთში, ტერიტორიის ორი მესამედი მდებარეობს ჩერნოგორიაში, ხოლო ერთი მესამედი - ალბანეთში. 1983 წლიდან ტბას ნაციონალური პარკის სტატუსი მიენიჭა, ცნობილია ულამაზესი ხედებითა და მდიდარი ფლორითა და ფაუნით, 270 სახეობის უიშვიათესი ჯიშის ფრინველი და 35 თევზის სახეობა ბინადრობს ამ მიდამოებში. 
ნავებით გასეირნება ტბაზე და ნაციონალური რეცეპტებით მომზადებული კერძები, უგემრიელესი თევზით წარუშლელს გახდის დღის შტაბეჭდილებებს. სადილის შემდეგ თავისუფალი დრო ტბის ნაპირზე, შესაძლებელია ტბის კამკამა წყალში ბანაობაც. 
ექსკურსიის ხანგრძლივობა: 11:00-17:00 / სადილისა და თავისუფალი დროს გათვლით.

დღე: 8 - ნომრების დაცლა 12:00 
გვიანი რეისის შემთხვევაში თავისუფალი დრო დასვენებისთვის, შეგვიძლია დავტოვოთ ბარგი სასტუმროში ტრანსფერის მოსვლამდე. 
ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.

ტურის ღირებულება ავიაბილეთის გარეშე : 415 ევროს ექვივალენტი ლარში ( დღეისთვის)

ღირებულებაში შედის:
• ღამისთევები სასტუმროში 3* საუზმით.
• ჯგუფური ტრანსფერი: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი. 
• დაზღვევა 
• მითითებული ექსკურსიები 

ღირებულებაში არ შედის:
• სადილები და ვახშმები
• ავიაბილეთი

დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: 2307363; 593 527353


P.S. ავიაბილეთის ღირებულებაა: ( ფასი ცვალებადია)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 16/09/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა