national delicacy

-- აგვისტო

  • ID: 34076
  • ნახვები: 4596
complogo
სმარტ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/08/17
    დაბრუნება
    • 20/08/17
დამატებითი ინფორმაცია

1) დღე გასვლა დილის 7 საათზე. კახეთის გავლით ავუყვებით მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადს–მდინარე სტორს, რომელიც ულამაზეს ხეობას ქმნის თუშეთის უღელტეხილის ქედზე. შევჩერდებით „კერე ჩანჩქერზე“, განვაგრძობთ გზას უღელტხილისკენ, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ უღელტეხილად ითვლება(2870მ), შევჩერდებით. აქდან ორი განსხვავებული ლანდშაფტი იშლება. მოსჩანს თუშეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი (თებულოს მთა 4492 მ). უღელტეხილის შემდეგ გავივლით სოფლებს: ხისოს, ცოკალთას ქუმელაურთას. შევალთ ქვემო ომალოში, თუშეთის ეროვნული პარკის შენობაში. ვნახავთ მცირე მუზეუმს, თუშეთში არსებული ფლორის და ფაუნის ფოტოებს, აღწერილობებით. თუშური ხელსაქმის ნამუშევრებს. გავალთ გადასახედზე, რომელიც გომეწრის ალაზნის ხეობას გადაჰყურებს. გზას განვაგრძობთ ზემო ომალოსკენ  მოვინახულებ კესელოს კოშკების კომპლექსს, რომელიც გომეწრის და ჭანჭახოვნის ხეობებს გადაჰყურებს. (2100მ)აქედან გავემგზავრებით სოფელ შენაქოში. ვნახავთ: ლუდსახარშს, სადაც თუშები დღესასწაულზე ხარშავენ ალუდს(ლუდი). წმ. სამების ტაძარს (XIX–ე საუკუნე) ვნახავთ სახლს სადაც, კინოფილ მიმინოს კადრებია გადაღებული, ჩავალთ თუშეთის ერთ ერთ ნასოფლარში, აგეურთაში რომელიც XVIII საუკუნეში სრულად განადგურდა.

2) მოვინახულბთ სოფლებს დართლოს, რომელიც მალე შევა იუნესკოს ძეგლთა სიაში, უძველს კოშკებს, ტაძარს (XIX  საუკუნე). მისტიურ ციხე–სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ხავსმოკიდებულ, ცივილიზაციისგან ნაკლებად შელახულ ფარსმას 6 სართულიანი ისტორიული კოშკების ნაშთებით, ევროპის უმაღლეს სოფელს ბოჭორნას (2350მ), გამორჩეული არქიტეტურის მქონე სოფელს დოჭუს, ქუეს გადასახედს პირიქითის ალაზნის ხეობაზე.

3) გავემგზავრებით დაღესტნის საზღვარზე მდებარე ბიჭეხის ციხის კომპლექსის სანახავად, რომელიც თუშეთის დამცავ კარიბჭეს წარმოადგენდა ლეკების თარეშის დროს. მოვისმენთ საინტერესო ისტორიებს ამ ადგილის შესახებ. გზად გავივლით სოფელ დიკლოს (2150 მ) აქედან ფეხით გავალთ ბიჭეხის ციხეზე.

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტი, საოჯახო სასტუმრო, ადგილობრივი თუში გიდი, ხინკალი.

ტელ:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
სმარტ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/08/17
    დაბრუნება
    • 20/08/17