მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ 27 აგვისტოს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში.
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:30 სთ.
გასვლა: 07:00 სთ.
მოვინახულებთ:
საროს ციხეებს, ხერთვისის ციხეს, ვანის ქვაბებს, ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გამყოლის მომსახურება, ფოტოგადაღება.
ფასში არ შედის:
ვარძიაში შესასვლელი ბილეთის ღირებულება: უფროსებისათვის - 5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათები.
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი