-???? 9-10 სექტემბერს "ჯეო მეგზური" და "რონინი" გთავაზობთ ერთობლივ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე
????➡ შეკრების ადგილი და დრო:
⏰ შეკრების დრო: 8 სექტემბერი რომ დაღამდება 00:00 სთ
???? გასვლა: 9 სექტემბერი 00:30 სთ.
Ⓜ სადგურის მოედანი,თბილისი ცენტრალი
მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა.
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში ულამაზესი სანახაობებით დატვირთული და დამღლელი უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით ვიჭყუმპალავებთ და გავერთობით ბოლომდეეე.. ;) მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქედან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.
მარშრუტის სირთულე:
რთული
ფეხით გასავლელი მანძილი:
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.
???? ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .
???? თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
☡ თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
⌚ ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
????✔ ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება
2.გამყოლი
3.საკარვე აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა,საგებელი(პარალონი)..)
4..ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
5..პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
☡❌ ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
☡ გასათვალისწინებელი პირობები:
სიაში მოსახვედრად სავალებულოა გასაუბრების გავლა ორგანიზატორთან.
ყველანი ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორს.
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო.
.
☡ საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი,წამოიღოთ საწვიმარი,სალაშქრო ჯოხი რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს,ფანარი,მზისაგან დამცავი კრემი,სათვალე, კეპი...მწერებისგან დამცავი...
აფთიაქი თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.
☡ გთხოვთ:
???? ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
???? დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
ლევანი;
ან მოგვწერეთ,ჩვენს ფეისბუქის გვერდზე: