მულტიკულტურული ის, რასაც ჩვეულებრივი ტურისტი არ ნახულობს
I დღე გასვლა თბილისიდან - 09:00 პირველი გაჩერება - ბორჯომის პარკი (ფირუზა), მუზეუმი მომდევნო გაჩერებები - სოფ. საყუნეთი სოფ. ზიკილია სოფ. ფერსა პირველი დღის საბოლოო გაჩერება - ქ. ახალციხე (რაბათი) II დღე გასვლა ახალციხიდან - 09.00 გაჩერება გოდერძის უღელტეხილზე (მწვანე ტბა) სოფ. რიყეთის და ბეღლეთის ჯამეები სოფ. აგარის და საციხურის ჯამეები ქ. ბათუმი - ორთა ჯამე, ანგისის ჯამე ტურში ჩასმულია ისლამური კულტურის ძეგლები, სამხრეთ-დასავლეთ ს თვალწარმტაცი ბუნება და მულტიკულტურული ისტორია/ტრადიციები.
ბორჯომი - ქალაქი აღმოსავლეთ ში, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო და მინერალური წყლებით. ბორჯომის წყალმა სახელი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 20-იან წლებში გაითქვა, როდესაც იგი შემთხვევით აღმოაჩინეს რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა და მალე, ამის გამო, ბორჯომი რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. ქალაქში ვიხილავთ ულამაზეს ბორჯომის პარკს. ასევე სანატირიუმ ფირუზას, რომელიც სპარსეთის კონსულის, მირზა რეზა ხანისთვის აშენდა 1892 წელს.
ბორჯომში ასევე ვნახავთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც რომანოვების საკანცელარიო შენობას წარმოადგენდა და 1890 წელსაა აგებული. დღეს ამ შენობაში ბორჯომის ხეობის მთელი ისტორიაა თავმოყრილი.
ბორჯომის დატოვების შემდეგ ვიხილავთ სამ საინტერესო სოფელს სამცხე- ჯავახეთში, სადაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ძალზედ საინტერესო მეჩეთებია.
ტურის პირველი დღის ბოლო გაჩერება იქნება ქალაქი ახალციხე, სადაც ვიხილავთ რაბათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს, მასში შემავალ სხვადასხვა ნაგებობებს, მათ შორის მეჩეთს, მედრესეს, მუზეუმსა და ციხის სხვა ნაწილებს.
მეორე დღეს, სამცხე-ჯავახეთიდან გავემართებით აჭარისაკენ, სადაც ვიხილავთ ბუნების თვალწარმტაც და იშვიათ ძეგლებს - განამარხებულ ტყესა და მწვანე ტბას.
ამის შემდეგ მოვინახულებთ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე მნიშვნელოვან მეჩეთს და ამ სოფლების ულამაზეს ლანდშაფტს.
ტური კი დასრულდება ქალაქ ბათუმში, სადაც ასევე ვნახავთ ორ მეჩეთსა და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს.