national delicacy

ფერებსეპარული პირიქითა ხევსურეთი

  • ID: 34454
  • ნახვები: 4473
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 10/09/17
დამატებითი ინფორმაცია

...მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ორდღიან, უმაგრეს ტურს პირიქითა ხევსურეთში. ვისაც არ გინახავთ უნდა ნახოთ, ვისაც გინახავთ და მოგენატრათ შემოგვიერთდით :) ერთად ვნახოთ შემოდგომაშეპარული ხევსურეთი
არ გამოტოვოთ, გამოგვყევით,თქვენ გელით სიურპრიზები ჩვენგან ♥

✈შეხვედრის დრო და ადგილი: 9 სექტემბერი, შაბათი. მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ 08:00 საათზე გასვლა.

$ ტურის საფასური: (ჩვენი ფონდის, მინიმუმის ჩათვლით)

♯ ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით
გამყოლის მომსახურებას
სალაშქრო აღჭურვილობას: კარავი, საძილე ტომარა, ძირდასაფენი ლეიბი (ვისაც არ აქვს საკუთარი)

웃유ფეხით გასავლელი მანძილი: თითქმის არაფერი

☼ამინდი: 
შედგება ყველანაირ ამინდში!!! 

✿სანახავი ადგილები:✿
1. ჟინვალის წყალსაცავი
2. კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი
3. დათვიჯვრის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2676 მ)
4. ლებაისკარის შუასაუკუნეების კოშკი
5. გუროს ნაწვეთრები
6. შატილი
7. ქაჩუს ციხე
8.ლურჯი მთები, რომელსაც კაბადოკიის სვეტების ფორმა აქვს
9.ანატორის აკლდამები (საძვალეები)
10. მუცო

რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ბათინკი , სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური :) ,ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად

რა წავიღოთ აუცილებლად? 

სალაშქრო ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" 2 დღის სამყოფი საკვები, მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ფანარი, მზისგან დამცავი კრემი. 
სასურველია: პირადი აფთიაქი თუ ვინმე რაიმეს საჭიროებთ. ჩვენ კი გვაქვს , მაგრამ მაინც.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :) ♫
ცოტა ჭაჭა არ დაგავიწყდეთ :)

$ფინანსური მხარე:
______________
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 7 სექტემბერი, ხუთშაბათი

ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: პირიქიტა ხევსურეთი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
 

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა !

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

თავგადასავლებით აღსავსე ლაშქრობა ჩვენ ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 10/09/17