national delicacy

- სექტემბერს მოირონინე რაჭა: უძირო ტბა, კატიწვერა

  • ID: 34677
  • ნახვები: 4767
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 10/09/17
დამატებითი ინფორმაცია

9-10 სექტემბერს "რონინი"  გთავაზობთ  სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე 

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 8 სექტემბერი რომ დაღამდება 00:00 სთ
გასვლა: 9 სექტემბერი 00:30 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა. 

ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში ულამაზესი სანახაობებით დატვირთული და დამღლელი უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით ვიჭყუმპალავებთ და გავერთობით ბოლომდეეე.. ;) მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.


მარშრუტის სირთულე: 
რთული 

ფეხით გასავლელი მანძილი: 
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.


ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება 
2.გამყოლი 
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
4.პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)

სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა,საგებელი(პარალონი) )
უმჯობესია გქონდეთ თქვენი,თუ ვერ იშოვით ჩვენ ვუზრუნველყობთ.

ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 



გასათვალისწინებელი პირობები:

შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება. 
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო. 
.

საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი,წამოიღოთ საწვიმარი,სალაშქრო ჯოხი რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს,ფანარი,მზისაგან დამცავი კრემი,სათვალე, კეპი...მწერებისგან დამცავი...
აფთიაქი თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.


გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.

სიაში მოსახვედრად სავალებულოა გასაუბრების გავლა ორგანიზატორთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/17
    დაბრუნება
    • 10/09/17