ტურისტული სააგენტო sky garden travel გთავაზობთ 1 დღიან ტურს მაღალ მთიან აჭარაში,
წამოდით მეგობრებთან ერთად და გაატარეთ დაუვიწყარი დრო.
ტრანსპორტირება: კომფორტული 7 კაციანი მინივენით
ღირებულებაში არ შედის :
კვება (მოგვაქვს ინდივიდუალურად)
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვაბინძურებთ გარემოს
ტურის თარიღი: ჯგუფთან შეთანხმებით
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
ღირსშესანიშნაობები:
გოდერძის უღელტეხილი — უღელტეხილი ში. მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძეს სათავეში. სიმაღლე 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით. გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.
მწვანე ტბა — ტბა ში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის
თუ თარიღები ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა პირობებსაც.