3 დღიანი ტური სვანეთში 105 მესტია-უშგული-ქორულდის ტბები-ჭალადის ყინულვარდნილი-ზუგდიდი.
არიჩიე სასურველი თარიღი და იმოგზაურე ულამაზეს სვანეთში
ტურის თარიღი:
13-14-15 ოქტომბერი
20-21-22 ოქტომბერი
27-28-29 ოქტომბერი
მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ქორულდის ტბები-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი)-ზუგდიდი-თბილისი.
მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი:
თბილისი, ვარდების მოედნიდან ყოველ პარასკევს ღამის 00:05
მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს სვანეთის სილამაზე, ან ვინც უკვე ნამყოფია სვანეთში და მოენატრა; ყველას გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას ზღაპრულ სვანეთში.
ისარგებლეთ ჩვენი მარალკვალიფიცირებული მომსახურებით და კმაყოფილი დარჩებით.,, Diamond Georgia” საუკეთესო არჩევანი
ღირებულება:
1 პერსონა კვების გარეშე --
1 პერსონა საუზმით –145 ლარი
1 პერსონა 2-ჯერადი კვებით -- 180 ლარი
ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.
ტურის დეტალური აღწერა:
1 დღე : თბილისი -ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იოანე წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.) მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. მარგიანების სახლმუზეუმი
08:00 ლატალი - მოვინახულებთ მაცხვარიშის(მაცხოვრის)სახელობის ტაძარს და იენაშის(იოანე წინასწარმეტყველის)სახელობის ეკლესიას
09:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. საუზმე,თავისუფალი დრო.
10:30 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით -ჯგუფის რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე).
15 :00 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.
უშბისა და თეთნულდის ხედების ფონზე შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება და ასევე შეგიძლიათ ისადილოთ.
17:00 ჩამოვალთ მესტიაში და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,მოვინახულებთ მარგიანების მუზეუმს.დაბინავებასაოჯახო სასტუმროში
ვახშამი.
2 დღე: უშგული
ვნახავთ: სიყვარულისკოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას,
08:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში
08:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
12:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-Xსაუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია , თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.
აქვე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.
16:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).
20:00 ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში
3 დღე : მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ზუგდიდი -ტური დადიანების სასახლეში
07:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში.
7:30 საუზმის შემდეგ სურვილის შემთხვევქაში გავემგზავრებით ულამაზესი ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა.დამატებით გადავიხდით ტრანსპორტის მომსახურებაში.
12:30 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
14:30 მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს .
15:30 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)
16:30 გავემგზავრებით თბილისში
23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს
ტურის ღირებულებაში შედის:
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო ავტობუსი,
საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.
ტრანსპორტირება: თბილისი-მესტია-უშგული-ზუგდიდი-თბილისი
პროფესიონალი გიდის მომსახურება,
ფოტო გადაღება,
ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმში შესვლის საფასურები.
გზის კვება.
ტურის შეძენამდე მსურველები დაგვიკავშირდით:
T. ; ; ;
Facebook:
E-mail:
Skype: diamondgeorgia5