national delicacy

მოირონინე უცნობი სომხეთი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო, Devil’s Bridge, ერთ ერთი ყველაზე გრძელი ხიდი, ერევანი...

  • ID: 35150
  • ნახვები: 5373
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
დამატებითი ინფორმაცია

13-15 ოქტომბერს რონინი გთავაზობთ სამდღიან ტურს უცნობ სომხეთში, მოვინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საფეხმავლო ხიდს, გინესის რეკორდსმენ, ყველაზე გრძელ საბაგიროს, ვიჭყუმპალავებთ ბუნებრივ, თბილ მინერალურ აუზებში და კიდევ ბეეევრი სანახაობით დავტკბებით ♥
ასე რომ მოემზადეთ და ყურადღებით ჩიკითხეთ ღონისძიების დეტალები ;)

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 0:00 სთ
გასვლა: 0:10 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:

1 დღე:

1. ტოლორსის წყალსაცავი - მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, ზღვის დონიდან 1650 მეტრზე, ფართობი – 4.7 კმ², საშუალო სიღრმე – 32 მეტრი.
2. შაქის ჩანჩქერი - მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, მისი სიმაღლეა 18 მეტრი.
3. ხნძორესკის ხიდი - ხონძორესკის ძველი და ახალი ნაწილის დამაკავშირებელი დაკიდებული ხიდი, მისი სიგრძე 160 მეტრია და იწონის 14 ტონას.
4. ხნძორესკი— სოფელი სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 580 მეტრზე. ცნობილია თავისი კანიონის თვალწარმტაცი კლდეებით და უძველესი კლდის დასახლებით. ხელოვნური გამოქვაბულებით, რომლებიც 1950-იან წლებში დასახლებული იყო. ხეობის ბოლოში მე-17 საუკუნით დათარიღებული წმ. რიფსიმეს ეკლესიაა.
5. სატანის ხიდი - Satani Kamurj or Devil’s Bridge - ის ძირითადად შედგება ტრავერტინისგან.საუკუნეების მანძილზე კირქვის უზარმაზარი მასა შეიკრიბა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასეთი სახით. სატანა კამურჯი დაახლოებით 30 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანეა. ხიდი გარშემორტყმულია მთის წყლებით, რის გამოც კანიონის კლდეები ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე ფერისაა. წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.ზოგიერთ ადგილზე არის თბილი მინერალური წყლის აუზები, რომლებსაც ასევე სამედიცინო დანიშნულება აქვს და გამოიყენება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ.
6. ტათევის მონასტერი — მდებარეობს, სიუნიქის პროვინციაში. დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
7. ტათევის საბაგირო გზა — 5.7 კმ სიგრძის საბაგირო გზა სოფელ ჰალიძორსა და ტათევის მონასტერს შორის. იგი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი სადგური (ზემო სადგური ტათევში, ქვემო ჰალიძორში). შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე გრძელი, უწყვეტი, ორმაგი საბაგირო გზა. კონსტრუქციის შენება დასრულდა 2010 წლის 16 ოქტომბერს საბაგიროს გააჩნია ორი კაბინა, თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს 25 მგზავრი. კაბინა ავითარებს 37 კმ/სთ სიჩქარეს, ერთ გზის გავლას 10 წუთი სჭირდება. ყველაზე მაღლა საბაგირო 320 მ-ზე (1050 ფტ) ადის. .



2 დღე:
1. ხორ ვირაპი - მდებარეობს არარატის პროვინციის ქალაქ არტაშატთან, თურქეთის საზღვართან ახლოს, არარატის მთის ძირში. თარიღდება 642; 1662 წლებით. მონასტერი მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა. 
2. ზვართნოცის საკათედრო ტაძარი - 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით ააგეს დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარის ადგილას. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 
ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
3. ეჩმიაძინი - ქალაქი თავდაპირველად დაარსდა ძვ.წ. მე-4 ან მე-3 საუკუნეში და რამდენიმე ათწლეული სომხეთის დედაქალაქი იყო.
4. ეჩმიაძინის მონასტერი - სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. უძველესი ხის ეკლესია მონასტრის ადგილზე აგებული ყოფილა ჯერ კიდევ 303 წელს, სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, ხოლო ქვის ეკლესია ააგეს V-VII საუკუნეებში. სამრეკლო აგებულია 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
5. ერევანი — სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. (თავისუფალი დრო) 

3 დღე:

1. ოვანავანქის მონასტერი — მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ ოჰანავანში, მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
სურბ-გრიგორის ბაზილიკა — V საუკუნე.
სურბ-კარაპეტი — 1216-1221 წწ.
გავიტი — IV საუკუნე.
2. საღმოსავანქის მონასტერი — მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ საღმოსავანში. ისევე როგორც ახლოს მდებარე ოვანავანქის ეკლესია მდებარეობს მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. ოვანავანქიც და საღმოსავანქიც დააარსა აირარატის თავადმა ვაჩე ვაჩუტიანმა 1215-1235 წლებში.
3. სევანის ტბა - უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი. 
4. სევანავანქი - სევანის მონასტერი - არქიტექტურული კომპლექსი სევანის ტბის კუნძულზე (ახლა ნახევარკუნძულია). შემორჩენილია IX საუკუნის სამაფსიდიანი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები: მცირე — კარაპეტის ეკლესია და დიდი — მოციქულთა ეკლესია (874). 

მარშრუტის სირთულე: 
მარტივი.

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება 
გამყოლი 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
ღამისთევა ჰოსტელში
( ინდივიდუალური ოთახის სურვილის შემთხვევაში დაამატებთ თანხას )




ფასში არ შედის:

სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 
ვაგემოვნებთ სომხურ მენიუს რესტორანში სურვილისამებრ.

ტათევში ასასვლელი საბაგიროს ღირებულება ერთი გზა 3000 დრამი, წრიული 4000 დრამი.
ზვართნოცში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 1300 დრამი.

გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია ს მოქალაქის პასპორტი (ID ბარათი არ მოქმედებს)

გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ან დარეკეთ:
გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა