national delicacy

დღიანი ტური ბაქოში

  • ID: 35366
  • ნახვები: 7095
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
დამატებითი ინფორმაცია

3 დღიანი ტურები ბაქოში გრძელდებაა!!!

13-14-15 ოქტომბერი კომპანია Traveler ge გთავაზობთ 3 დღიან ტურს
ბაქო ევროპული დედაქალაქი აზია-ევროპის გასაყარზე ♥


მეგობრებო გსმენიათ ბაქოს შესახებ??

ისიც გსმენიათ ალბათ რომ ეს ქალაქი სილამაზე და მშვენიერებაა ♥ ♥ 

ისიც იცით რომ ბაქოში ცხოვრება და კეთილდღეობა ძალიან იაფი ჯდება ♥ 
ეს ამოცანა პირველად ჩვენ ამოვხსენით დააა .....
ვთქვით რომ 3 დღე სავსებით შესაძლებელია დაათვალიერო ეს ნამდვილად სანახაობრივი ქალაქი, იცხოვრო კარგ და მოწესრიგებულ სასტუმროში, იმგზავრო კომფორტული ავტობუსით და ამისათვის ჩვენი გამოცდილი გამყოლები თავს არ დაზოგავენ ....
დარჩენილია სულ რამდენიმე საოცნებო ადგილი უიაფეს და უძალიანესმაგრეს მოგზაურობაზე .....

ადგილების დაჯავშნა დაწყებულია!!!

პროგრამა
ტურის ღირებულება
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით 
სასტუმრო
ქართულ და რუსულენოვანი გამყოლი
+ შიდა ექსკურსიები
განთავსება მოხდება სასტუმროში 2-3 ადგილიან ნომრებში
ღირებულებაში არ შედის: მუზეუმების და გემის მოსაკრებელი დაახლოებით 50 მანათი. (სტუდენტები მუზეუმებში იხდიან თანხის ნახევარს).
დღე 1:
გავდივართ სასტუმრო რედისონიდან 00:00 საათზე, მოგზაურობა 10 საათი.
1) ჩასვლა და დაბინავება სასტუმროში
2) დასვენება 
3) გასვლა ბულვარში.
4) ხალიჩების მუზეუმი
5) პატარა ვენეცია, გონდოლებით გასეირნება
6) გემით გასეირნება 
7) თავისუფალი დრო შოპინგისთვის სავაჭრო ცენტრში
8) ფუნიკულიორი, ხედები ღამის ბაქოზე
9) სასტუმროში დაბრუნება
დღე 2: 
1) იჩერი-შეჰერი - ძველი ბაქოს ისტორიული ცენტრი. როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, იჩერი შეჰერი არის პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. 
2) ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.
3) შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. 
4) მინიატურული წიგნების მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. მუზეუმში ასევე არის ქართულ მინიატურული წიგნების კუთხე 
5) ნიზამის ქუჩა (სავაჭრო და ქუჩა) ადგილზე სამოგზაურო დრო: 
(სტუდენტები მუზეუმებში იხდიან თანხის ნახევარს).

დღე 3: 
მესამე დღეს მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც ახალი ბაქოს მთავარ ნაწილშია. ალიევის მუზეუმი ახალი ბაქოს მოდერნიზმის სიმბოლო. შენობა ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის ფორმისაა. ცენტრი არის გაყოფილი 2 ნაწილად: 1- საგამოფენო დარბაზები, სადაც გამოფენილია ტანამედროვე ხელოვნების სკულპტურები, შენობების მაკეტები, სახალხო მუსიკალური ინსტრუმენტები, თოჯინები და სხვა. 2- კლასიკური მანქანების შეუფასებელი გამოფენა. 
15:00 - გასვლა თბილისისკენ
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.
-------------------------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით
ან 555-367-382 ბაკური
551-336-221 მარიამი
577 348-853 სერგო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა