national delicacy

კაბადოკია

  • ID: 35407
  • ნახვები: 9988
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
დამატებითი ინფორმაცია

კაბადოკია

გასვლა: 11 ოქტომბერს 

ფასი:

პირველი დღე: თბილისი - ახალციხე - ვალე (საბაჟო) - ტაო-კლარჯეთი - ერზინჯანი - კაბადოკია;
06:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით
10:00 - 11:00 საბაჟოს პროცედურები
გამგზავრება ტაო-კლარჯეთისკენ. მოვინახულებთ ბანას ტაძარს რის შემდეგაც გავემგზავრებით კაბადოკიის მიმართულებით. გზად, ქალაქ ერზინჯანში, გავჩერდებით სასტუმროში ღამის გასათევად.
21:00 დაბინავება 3* სასტუმროში. ღამისთევა.


მეორე დღე: გორემე - ზელვე - უჩხისარი - ურგუფი;
10:00 დაბინავება 4* სასტუმროში, საუზმე (დასვენება 4 - 5 საათი)
15:00 - 20:00 მოვინახულებთ Goreme-ს ღია ცისქვეშ მუზეუმს, მონკის ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს.
21:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. (ვისაც სურს Turkish Night-ზე წასვლა 21:00 – 00:00)


მესამე დღე: იხლარას ხეობა, კაიმაკლი, ავანოსი, ჩავუშინ-პაშაბაგი;
08:00 საუზმე სასტუმროში
09:00 - 19:00 გავემგზავრებით Ihlara-ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuy-ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს.
20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.


მეოთხე დღე: კაბადოკია - ტრაპზონი;
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ "გიუზელრუთს" – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწის ქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა. კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping-ით.
გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით. ღამისთევა ტრაპზონში 3* სასტუმროში.


მეხუთე დღე: ტრაპზონი - თბილისი;
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ ვეწვევით სუმელას სამონასტრო კომპლექსს, ვნახავთ მცირე აია სიფიას ტაძარს.
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ღამისთევა 3* სასტუმროში ერზინჯანში 1 ღამე
ღამისთევა 4* სასტუმროში კაბადოკიაში 2 ღამე;
ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაპზონში 1 ღამე
ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა
მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები;
სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;
ღირებულებაში არ შედის:
ალკოჰოლური სასმელი
იჩქარეთ, ჯგუფის შევსება დაწყებულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 

( 32) 202 20 32
მისამართი: პეკინის ქ. #22

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა