national delicacy

მოირონინე თურქეთი - ანისი, "ქაჯეთის ციხე", ჩილდირის ტბა. GEL

  • ID: 35426
  • ნახვები: 15455
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/10/17
    დაბრუნება
    • 29/10/17
დამატებითი ინფორმაცია

29 ოქტომბერს და ალილო ტური გთავაზობთ ერთობლივ გასვლას თურქეთში - ყარსის პროვინციაში.

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 03:45 სთ
გასვლა: 04:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:
1. ჩილდირის ტბა - მდებარეობს აღმოსავლეთ ანატოლიაში, ყარსის ზეგანზე, მთათა შესაყარზე, ზღვის დონიდან 1959 მეტრი. ფართობი 120 კმ², სიღრმე — 42 მეტრი. 
2. ქაჯის ციხე - ციხესიმაგრე, მდებარეობს ს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — ერუშეთში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება შემდეგ კი მე-6 საუკინეშია მოხსენიიებული ძველ ბერძნულ წყაროებში, როგორც მსოფლიოს უმძლავრესი ციხესიმაგრე. ვარაუდობდობენ რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი. 
3. ყარსი - ქალაქი ყარსი დიდი ხნის განმავლობაში ს ეკუთვნოდა. ყარსის ქართული ისტორიული სახელი კარი იყო. XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილი ჰყავდა მანამ სანამ, 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა.
4. ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - 961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას.
1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართეს ს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.


მარშრუტის სირთულე: 
მარტივი


ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
1. ტრანსპორტირება 
2. გამყოლი 
3. ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 



ფასში არ შედის:
კვება (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
ანისში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 8 ლირა



გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია ს მოქალაქის პასპორტი ან ID ბარათი 

გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დარეკეთ:
გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/10/17
    დაბრუნება
    • 29/10/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა