national delicacy

მოირონინე რაჭა-ლეჩხუმი, ნიკორწმინდა, საირმის სვეტები, ქულბაქი

  • ID: 35501
  • ნახვები: 8070
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ დაუვიწყარ ორ დღეს რაჭა-ლეჩხუმში ♥ 


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:10 სთ. 
გასვლა: 06:20 სთ.


მოსანახულებელი ადგილები:
1. შაორის წყალსაცავი
2. ნიკორწმინდა
3. საირმის სვეტები
4. ქულბაქი
5. მწვანე ტბა
6. ბაბუშკინოს ტბა
7. ჯოჯოხეთის ღელე 

ტურის დეტალური აღწერა:

14 ოქტომბერს დილით ვიკრიბებით სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან და არ ვაგგვიანებთ ;) სწორედ აქედან დაიწყება ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. პირველ რიგში მოვინახულებთ შემოდგომის ფერებით აფერადებულ შაორს, გადავიღებთ ფოტოებს და გავემართებით ნიკორწმინდისკენ.
ნიკორწმინდიდან გავემგზავრებით ლეჩხუმის მიმართულებით და მოვინახულებთ საირმის სვეტებს, აქ ცოტა ფეხით გავლა მოგვიწევს, ფეხით გასავლელი მანძილი ორივე გზა 4-5 კმ.
საირმის სვეტების შემდეგ წავალთ ქულბაქში, მწვანე ტბაზე და დავბინავდებით ტბის პირას მდებარე სასტუმროში. სურვილის შემდხვევაში დავაგემოვნებთ ახალდაჭერილ კალმახს. კარგად დასვენების და გამოძინების შემდეგ დილით დავტკბებით მწვანე ტბის სილამაზით, მოვინახულებთ ასევე ბაბუშკინოს ტბას, შემდეგ კი გავემართებით ულამაზესი ჩანჩქერის მოსანახულებლად, რომელსაც ადგილობრივები "ჯოჯოხეთის ღელეს" უწოდებენ.
ყველაფრის მონახულების შემდეგ უამრავი ემოციით დატვირთულნი გამოვემართებით თბილისისკენ ♥ 

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .


თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება 
2.გამყოლი 
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
4. ღამისთევა სასტუმროში

ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს. 
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მწვანე ტბის ახალდაჭერილი კალმახი, რომელსაც იქვე მოგიმზადებენ.
1 კგ ფასი გასუფთავება შეწვით ა, საშუალოდ 3 ცალს იწონის,გაიყოფთ :) 
შეგიძლიათ ასევე წამოიღოთ ანკესები სათევზაოდ (თევზაობა )
ნავით გასეირნება .

თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ მოსახერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სეზონის შესაბამისად, ასევე წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...


გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/17
    დაბრუნება
    • 15/10/17