national delicacy

სტამბულის ჯგუფური ტური ბარბარობის დღესასწაულზე -- დეკემბერი!

  • ID: 36099
  • ნახვები: 15499
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/12/17
    დაბრუნება
    • 18/12/17
დამატებითი ინფორმაცია

სტამბულის განსხვავებული ტური 16-17-18-19 დეკემბერი!
------------------------------------------------------------------------
გაფრენა: 16 დეკემბერი (შაბათი, დილის 6:00 საათი)
ჩამოფრენა: 19 დეკემბერი (სამშაბათი, დილის 04:00 საათი)
✔ექსკურსიები სრული 3 დღე+ შოფინგ ტური სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე!
✔ტურის ღირებულება (ერთი ადამიანი ორადგილიან ნომერში)
*** *** *** *** ***
ფასში შედის:
✔ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი)
✔ 30 კგ. ბარგი და 8 კგ ხელბარგი
✔ კვება ბორტზე
✔ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი) 
✔ 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრში ( აია სოფიასთან)
RECITAL HOTEL ISTANBUL 4*
✔ საუზმე
✔კვალიფიციური ქართულენოვანი გიდი
✔საჩუქრად! ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოგზაურობის ამსახველი კადრებით!

ტურის განრიგი: 
I დღე: 16 დეკემბერი (შაბათი)
✔ 06:05 საათზე გაფრენა თბილისის აეროპორტიდან.
✔07:45 საათზე ჩაფრენა სტამბულში, ათათურქის აეროპორტში. (თურქეთის დროით).
✔ტრანსფერი/განთავსება სასტუმროში/დასვენება
11:00-12:00 ვიწყებთ ექსკურსიას:
✔ აია სოფია ( ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი მდებარეობს სასტუმროდან 5 წუთის სავალზე)
✔ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური )
✔უძველესი საათების მუზეუმი
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.)
✔ ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც მდებარეობს აია სოფიასთან და წარმოადგენს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავს, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული.
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი(აქ თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები).
✔ წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

II დღე - 17 დეკემბერი (კვირა, ბარბარობა)
✔ საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
ამ დღეს დილიდანვე ვესტუმრებით მსოფლიო საპატრიარქო ტაძარს, სადაც პატრიარქი ბართოლომეოს II აღავლენს წირვა-ლოცვას.
✔ტაქსიმის მოედანი და ისტიკლარის ქუჩა წითელი ტრამვაით (ტურისტების საყვარელი ადგილი)+შოპინგი ,,აუთლეტის" მაღაზიაში 
✔გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔ საღამოს, მზის ჩასვლისას გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედებით ,,ოქროს რქაში")
✔ ეგვიპტური სუნელების ბაზარი (აღმოსავლური ტკბილეულობის დაგემოვნება)
✔ გასეირნება გალათას ორსართულიან ხიდზე, საიდანაც მოსჩანს სტამბულის ულამაზესი ხედები...
✔საღამოს გთავაზობთ ვახშამს თევზის რესტორანში სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

III დღე - 18 დეკემბერი (ორშაბათი) :
✔ საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.
✔ უმდიდრესი ჰარამხანა, სადაც უკანასკნელი სულთნები და სულთანები ცხოვრობდნენ
✔შემდეგი ნახევარი დღის განმავლობაში გვექნება თავისუფალი დრო (შეგიძლიათ იშოპინგოთ სასტუმროს გაჩერებიდან 1 კმ მდებარე სავაჭრო უბანში)
(სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე საკმაოდ დაბალ ფასად შეიძენთ ხარისხიან თურქულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ჩვენი გიდის დახმარებით)
P.S. თვითმფრინავით შეგიძლიათ წამოიღოთ 30 კგ. ბარგი და 8 კგ. ხელბარგი
20:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში,ჯგუფის შეკრება.
21:00 ტრანსფერი ათათურქის აეროპორტში
✔23:00 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
✔19 დეკემბერს, 04:00 საათზე დაბრუნება თბილისში (ქართული დროით)
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - -- - - - - - 
ფასში არ შედის:
✔ ვახშამი (საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
✔ მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს -ს.
** ყურადღება!!! ჯგუფის შევსება დაწყებულია და ჩაწერის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2017
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
(მაგთი)
(მაგთი)
(ბილაინი)
მისამართი: ქ. თბილისი. პეკინის 44 (გაგარინის მოედანთან)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/12/17
    დაბრუნება
    • 18/12/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა