national delicacy

ჯგუფური ტური პარიზი-ვერსალი სიყვარულის დღეს- თებერვალს!

  • ID: 36117
  • ნახვები: 10496
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/02/18
    დაბრუნება
    • 16/02/18
დამატებითი ინფორმაცია

გაატარეთ 7 დაუვიწყარი დღე სიყვარულის ქალაქში და შეხვდით სიყვარულის დღეს რომანტიულად!
P.S. ჯგუფს მოყვება ქართულენოვანი გიდი
* ჯგუფის შევსება დაწყებულია!
ტურის ღირებულება 650 ევრო (ექვივალენტი ლარში)
P.S. ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გაფრენა: 14.02.2018
ჩამოფრენა: 21.02.2018
ტურის მიმართულება: 
I დღე 
გაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:00 საათზე
ჩაფრენა პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში 13:40 საათზე
ტრანსფერი სასტუმროში/განთავსება/დასვენება
 16:00 ვიწყებთ ექსკურსიას:
 ტრიუმფალური თაღი (იქ სადაც ელისეის მინდვრები მაღლდება, შაიოს ბორცვზე მდებარეობს დიდი მოედანი , რომელსაც შარლ დე გოლის ვარსკვლავი ჰქვია. მოედნის შუაგულში აღმართულია ბუმბერაზი და უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი. მისი მშენებლობა, ნაპოლეონის ბრძანებით, 1806 წელს დაიწყო ჟ.ფ. შალიგრენმა და დამთავრდა 1836 წელს. ეს დიდებული თაღი ნაპოლეონმა თავის ძლიერ არმიას მიუძღვნა.)
 ეიფელის კოშკი (ლიფტით ასვლა ფასიანია და განისაზღვება დონეების მიხედვით/ნებაყოფლობით 9 და 25 ევრომდე)
 ღამის პარიზი (გასეირნება ,თავისუფალი დრო)
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

II დღე: 
8:00-9:00 საუზმე
9:30 საათზე გასვლა სასტუმროდან.
ექსკურსიები:
 მონმარტრი ანუ Mons Martis - მარსის მთა და მონმარტრის მუზეუმი (მონმარტრს რამდენიმე ცენტრი აქვს - წმინდა გულის ბაზილიკა უჩვეულო და დახვეწილი არქიტექტურით, ტეტრის მოედანი ნახატებითა და მხატვრებით, და მყუდრო პატარა კაფეებით)
 საქრ ქიორ Sacré-Cœur წმინდა გულის ბაზილიკა (უფასოა!)
 გასეირნება ,,მულენ რუჟთან“ (კაბარეს ფასები იწყება 90 ევროდან)
 ნოტრდამი - ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ აგებულია
ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას. იგი ადრეული გოთური
არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა და იგი
საუკუნეზე მეტ ხანს შენდებოდა
 ლუვრის სასახლე. მისი ისტორია იწყება 1200 წლიდან. თავიდან მას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა, გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობებისა და არქივების შესანახად. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში დაახლოებით 40 000 ნიმუში ინახება. მათ შორისაა სახელგანთქმული ჯოკონდა (მონა ლიზა). 

III დღე 
8:00-9:00 საუზმე 
 ვერსალის სასახლე 
ის იყო საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე და იგი ძალაუფლების ერთ-ერთი წერტილი იყო. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIVმ დაიწყო. იგი განთქმულია თავისი ბაღებით და სიმდიდრით. 
(ტურს დაეთმობა თითქმის მთელი დღე)
 დღის მეორე ნახევარში სურვილის მიხედვით ვიშოპინგებთ რივოლის ცნობილ ქუჩაზე , სადაც ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია.
 დაბრუნება სასტუმროში/თავისუფალი დრო

IV დღე 
8:00-9:00 საუზმე 
 როდენის მუზეუმი ანუ სახლი, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა როდენმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: მოაზროვნე (1880-1882 წლები, ქანდაკების ორიგინალი დგას პარიზის მუზეუმში, ხოლო ბრინჯაოს ასლი მედონში)
 ორსეის მუზუმი. აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.
 გასეირნება სენაზე (რომანტიული საღამო სიყვარულის ქალაქში...)
 თავისუფალი დრო (გასეირნება სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მორთულ-მოკაზმულ პარიზში,ფოტოსესია...)
 დაბრუნება სასტუმროში

V დღე 
8:00-9:00 საუზმე
 ელისეის მინდვრები, კონკორდია ,,შანზ ელიზე“ — პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირია. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოში მდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულები ბინადრობენ.
 ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი - მუზეუმში 50.000 ხელოვნების ნიმუშია დაცული (ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ნახაზები და ფოტოები) და მათგან მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარია სახალხოდ გამოფენილი.

VI დღე
8:00-9:00 საუზმე
(ეს დღე არის სრულიად თავისუფალი და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ესტუმროთ პარიზის დისნეილენდს ან უბრალოდ ისეირნოთ პარიზის ქუჩებში)

VII დღე 
 8:00-9:00 საუზმე
 თავისუფალი დრო 12:00 საათამდე
 12:30 საათზე ტრანსფერი შარლ დე გოლის აეროპორტში
 15:25 საათზე გამოფრენა პარიზიდან

VIII დღე
 21 თებერვალს, 03:15 საათზე ჩამოფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 
*** *** *** *** *** *** *** *** 
ღირებულებაში შედის: 
✈️ ორმხრივი ავიაბილეთი (ფრენა თბილისიდან)
???? განთავსება 3* სასტუმროში
???? დილის საუზმე (ჩაი-ყავა, ფრანგული კროასანები)
???? ტრანსფერი: ა/პ - სასტუმრო 
???? პროგრამით გათვალისწინებული საექსკურსიო მომსახურება ქართულენოვანი გიდის თანხლებით
???? სამოგზაურო დაზღვევა
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
ღირებულებაში არ შედის: 
???? შიდა გადაადგილება (მეტროს და ავტობუსის ბარათი ჯამში 30-35 ევრო)
???? მუზეუმში შესასვლელი ბილეთები (ჯამში 70 ევრო)
???? ქალაქში ღამისთევის ოფიციალური მოსაკრებელი უცხოელ ტურისტებზე დაახლოებით 3-4 ევრო (ერთი ღამე)
???? დარჩენილი კვება
(სასტუმროს აქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, სადაც ნებისმიერი რამის მომზადება შეგიძლიათ სურვილის მიხედვით)
*** *** *** *** *** 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორებს: 
☎️: Mob/Viber: ;
☑️ფასები განახლებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან
☑️ანგარიშწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში
ქ. თბილისი. პეკინის 44
????

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/02/18
    დაბრუნება
    • 16/02/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა