national delicacy

ახალი წელი ბაქოში ( - - იანვარი)

  • ID: 36540
  • ნახვები: 5890
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/17
    დაბრუნება
    • 02/01/18
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდი ახალ წელს ბაქოში, თბილ და მეგობრულ გარემოში. ♥
-----------------------------------------------------------------------------------
31 - 1 - 2 იანვარს, " გაიცანი საქართველო" გთავაზობთ დაუვიწყარ 3 დღიან ტურს ბაქოში.

 

გასვლა 31 დეკემბერს (კვირას) ველოსიპედის ძეგლიდან - 01:00 საათი.
10:00 საათისთვის ჩასვლა ბაქოში და დაბინავება სასტუმროში, დასვენება - (  )
13:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

 

✔ ჰეიდარ ალიევის საგამოფენო ცენტრი ( მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები.
✔ მინიატურული წიგნების მუზეუმი - ამ დროისთვის ფილიალის 12 დახლზე მსოფლიოს 31 ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 1090 წიგნია წარმოდგენილი. 
✔ შირვანშაჰების სასახლე (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი)
✔ გასეირნება ქუჩაზე, სადაც ფილმ "ბრილიანტის ხელის" ერთერთი ცნობილი ეპიზოდია გადაღებული
✔ გასეირნება ძველ ქალაქში - სუვენირების ბაზრობა
✔ ქალწულის კოშკი - ბაქოს სავიზიტო ბარათი

 

19:30 საათისთვის ვასრულებთ ტურს, ვბრუნდებით სასტუმროში, მოვწესრიგდებით და 21:30 საათიდან გავდივართ ნიზამის ცნობილ (ცენტრალურ) ქუჩაზე, სადაც ერთერთ კარგ რესტორანში აღვნიშნავთ ახალი წლის შემოსვლას, იქვე დავესწრებით საახალწლო კონცერტს, გავუშვებთ ფეირვერკებს, ფრანებს და ბედნიერად შევეგებებით ახალ 2018 წელს.

 

1 იანვარი (მეორე დღე):

 

✔ 10:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 11:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ბაქოს ცეცხლის ალის ფორმის ცნობილი სამი კოშკი - აზერბაიჯანის სიმბოლო - პანორამული ხედები დედაქალაქზე.
✔ პატარა ვენეცია (ბაქოს ბულვარის გამორჩეული ადგილი)
✔ გასეირნება ბულვარში (2 კმ )
✔ გასეირნება გემით კასპიის ზღვაზე (პანორამული ხედები ბაქოს ცენტრალურ უბნებზე)
✔ სურვილის შემთხვევაში აზერბაიჯანული ჩაის, ტკბილეულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენა.
✔ 16:00 საათზე ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.
✔ 21:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

 

2 იანვარი (მესამე დღე):

 

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე - თავისუფალი დრო 
------> 15:00 საათისთვის გამომგზავრება თბილისისკენ. 
✔ საქართველოს საზღვრისკენ გზად მოვინახულებთ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის - განჯის ცენტრალურ პარკს, რომელიც უმშვენიერესი თაღებით არის გაფორმებული.

 

თბილისში დაბრუნება (ველოსიპედის ძეგლთან) - 23:30 ან 00:00 საათზე.

 

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

 

✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით 
✔ სასტუმრო - (  )
✔ საუზმე სასტუმროში 
✔ კვალიფიციური გიდი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ტური ორგანიზებულად ჩატარდეს და გირჩევთ სად მიირთვათ გემრიელი კერძები.

 

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა), საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად (ახალი წლის ღამეს ყველა ვხვდებით რესტორანში და დაახლოებით ს ფარგლებში უნდა გაითვალისწინოთ) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება გემის ჩათვლით ჯამში შეადგენს -ს.
(სტუდენტებზე ზოგიერთ მუზეუმში ნახევრდება მოსაკრებლების საფასური).

 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა 
----------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/17
    დაბრუნება
    • 02/01/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა