national delicacy

დღიანი ტური სტამბულში (ძველით ახალ წელს)

  • ID: 36719
  • ნახვები: 11135
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/18
    დაბრუნება
    • 16/01/18
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდი ძველით ახალ წელს ულამაზეს სტამბულში ♥
" არ არის საკმარისი მოისმინო ან წაიკითხო ამ ქალაქის შესახებ. აუცილებელია გაისეირნო მის ისტორიით გაჟღენთილ ქუჩებში, ნახო საგნები რომლებიც შემორჩენილია ორი უძველესი იმპერიიდან ბიზანტიის და ოსმალეთის, დატკბე ქალაქის პანორამით, მოძებნო საიდუმლოებები რომელიც არის ყველა კუთხე-კუნჭულში და უფრო მეტად შეიყვარო ეს ქალაქი-სტამბული. "
------------------------------------------------------------------------------------
12, 13, 14 , 15 , 16 იანვარს (პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი), "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ტურს სტამბულში.

დეტალები:

12 იანვარი, პარასკევი - I დღე

✔ 08:00 გასვლა თბილისიდან (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)
✔ გადასვლა სარფის საბაჟოდან (14:30 - 16:00 საათი)
✔ რიზე - ტრაბზონი - სამსუნი - მერზიფონი - ბოლუ - საქარია - სტამბული (ყოველ 2 - 3 საათში ერთხელ გვექნება 15 წუთიანი შესვენებები, კვებისთვის გავჩერდებით ქ. ტრაბზონში ან სამსუნში)

13 იანვარი, შაბათი - II დღე

✔ 08:30 საათზე ჩასვლა სტამბულში და განთავსება სასტუმროში, დასვენება 14:00 საათამდე. (სასტუმრო ქალაქის ცენტრში, აია სოფიადან 700 მ) - ?
14:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ აია სოფია - მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ, აქ შესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა.
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ლურჯი მეჩეთი (ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული. 
✔ ბაზილიკა ცისტერნა – 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინეპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახულია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები.
✔ ბიზანტიური მოზაიკის მუზეუმი
✔ საათნახევრიანი გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)

20:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, ვბრუნდებით სასტუმროში, მოვწესრიგდებით და 22:30 საათიდან გავდივართ ერთერთ კარგ რესტორანში, სადაც აღვნიშნავთ დღესასწაულს, გავუშვებთ ფეირვერკებს, ფრანებს და ბედნიერად შევეგებებით ძველით ახალი წლის შემოსვლას. ♥

14 იანვარი, კვირა - III დღე

✔ 09:00 - 10:00 საუზმე სასტუმროში 
P.S. 10:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ტოპკაპის სასახლე -სტამბულის საგანძური - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი
✔ წმ. ირინეს ეკლესია - ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
✔ 14:00 საათიდან - 15:00 საათამდე - თავისუფალი დრო კვებისთვის
✔ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
✔ მსოფლიო საპატრიარქო

17:30 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.

15 იანვარი, ორშაბათი - IV დღე

✔ 09:00 - 10:00 საუზმე სასტუმროში 
P.S. 10:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. 
✔ უძველესი საათების მუზეუმი
✔ ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ქალაქის ეს ადგილი ცენტრალური ჰაბია ტურისტებისთვის) 
✔ გალათას კოშკი - ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔ გრანდ ბაზარი - უზარმაზარი სივრცე ყოველდღიურად ივსება უამრავი ხელნაკეთობით, ტრადიციული ნივთებით, ჭურჭლით, სამოსელით, სამკაულით, ტკბილეულით, თურქეთისათვის დამახასიათებელი თავსაბურავებით და რაც მთავარია უამრავი ტურისტით, რომლებიც დიდი ინტერესით, ბუზებივით ეხვევიან ყოველივე ზემოთ ხსენებულს…

19:00 საათისთვის, ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო 23:00 საათამდე. 

23:00 საათიდან გამომგზავრება საქართველოსკენ.

16 იანვარი, სამშაბათი - V დღე

✔ სტამბული - საქარია - ბოლუ - მერზიფონი - სამსუნი - ტრაბზონი - რიზე (ყოველ 2 - 3 საათში ერთხელ გვექნება 15 წუთიანი შესვენებები, კვებისთვის გავჩერდებით რომელიმე ქალაქში)
✔ გადასვლა სარფის საბაჟოდან (16:00 - 18:00 საათი)
✔ 24:00 საათზე - დაბრუნება თბილისში ველოსიპედის ძეგლთან

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

1) მგზავრობა კომფორტული ავტობუსით. WIFI, მონიტორები ყველა სკამზე. (2 მძღოლი გვეყოლება)
2) ქართულენოვანი გიდის მომსახურება
3) 2 ღამისთევა სასტუმროში სტამბულში (ქალაქის ცენტრში, აია სოფიადან 700 მ - ? )
4) საუზმე სასტუმროში
5) უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში

ფასში არ შედის კვება (სასტუმროს საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელიც გემის ჩათვლით ჯამში შეადგენს 45 - . 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/18
    დაბრუნება
    • 16/01/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა