◣ ძველი ახალი წელი სვანეთში -
◣ პერიოდი: 12-14 იანვარი ( 3 დღე / 2 ღამე)
◣ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში. მინიმალური რაოდენობა 6 ადამიანი
ფასში შედის:
- მგზავრობა მაღალი გამავლობის და კომფორტული ჯიპით.
- გამყოლის მომსახურეობა.
- კომფორტული სასტუმრო 2 ღამე სამჯერადი კვებით.
- საახალწლო სუფრა და ფოიერვერკი.
ტურის აღწერილობა:
➤ პირველი დღე - გასვლვა 12 იანვარს რუსთაველის გამზირიდან (ვიკრიბებითველოსიპედის ძეგლთან დილის 4 საათზე). შუადღის 2 საათისთვის ჩავალთ მესტიაში. გზად გავჩერდებით ენგურჰესთან,დავბინავდებით სასტუმროში, ვისადილებთ ტრადიციული სვანური კერძებით. მოვემზადებით და გავალთ სასეირნოდ ულამაზეს მესტიაში, მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სადაც უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნივთია წარმოდგენილი, მოვინახულებთ მესტიის საკათედრო ტაძარს, ხერგიანებისა და მარგიანების მუზეუმებს. საღამოს ვახშამი სასტუმროში.
➤ მეორე დღე 13 იანვარი: გავემგზავრებით ჰაწვალისკენ, სადაც საბაგიროთი ავალთ რესტორანში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ზურულდის მინდვრებზე და ჩანს მწვერვალი უშბა. გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და საღამოს დავბრუნდებით მესტიაში. საღამოს თავისუფალი დრო ღამის მესტიის დასათვალიერებლად.გვიან ღამით მოვემზადებით ძველით ახალი წლის შესახვედრად.
➤ მესამე დღე 14 იანვარი: დილით გავემგზავებით თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტზე. დავტკებით ულამაზესი ხედებით, ვისრიალებთ და შუადღეს დავბრუდნებით სასტუმროში. სადილის შემდეგ მოვემზადებით თბილისში დასაბრუნებლად.
◣ გასათვალისწინებელი პირობები: წამოვიღოთ თბილი და კომფოტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.არ ვანავგვიანებთ გარემოს, არ ვიგვიანებთ, შეურაწყობას ერთმანეთს არ ვაყენებთ, ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ შეკრების ადგილას.
◣ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ, 3-4 დღით ადრე თანხა უკან არ ბრუნდება რათა ტური არ ჩავარდეს.
● დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
☎