national delicacy

თოვლიანი ლომისა

  • ID: 37701
  • ნახვები: 4100
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/01/18
    დაბრუნება
    • 21/01/18
დამატებითი ინფორმაცია

უკვე ტრადიციად გვექცა, წლის პირველ ლაშქრობას ვგეგმავთ ლომისაზე. კიდევ ერთხელ და არაერთხელ რომ უნდა ახვიდე ეს ის ულამაზესი და დალოცვილი ადგილია საქართველოში. არ გამოტოვოთ, ვისაც მუხლი და გული გერჩით, შეკრიბე მეგობრები და შემოგვიერთდით ♥ 

❁შეკრების დრო და ადგილი: 
21 იანვარი, კვირა , M რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან , მაკდონალდსის წინ 07:30 საათზე.

❁ფეხით გასავლელი მანძილი:
7-8კმ. 

❁სირთულე:
ზოგადად საშუალო სირთულის. თოვლში კი საშუალოზე ცოტა რთული

✽ამინდი: 
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო , ანუ ღუნღულა თოვლიანი 

❁ჩაცმულობა:
ფეხზე: ჩაიცვით მოხერხებული სალაშქრო ბათინკი , რომელიც არ ატარებს წყალს და არის მაღალყელიანი. სასურველია გამაშები და წრიაპები. ასევე სალაშქრო ჯოხები
ტანზე: მსუბუქად და თბილად. თოვლის შესაფერისად.

✖შენიშვნა:ტურზე არ დაიშვებიან ჯინსის შარვლებით, ტყავის ელასტიკებით, უგებით, მაღალქუსლიანი წკაპუნებით, მხარზე გადასაკიდი ჩანთებით და ასე შემდეგ...

❁წასაღები ნივთები და კვება:
სალაშქრო ზურგჩანთა მხრებზე კარგად მორგებული. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, წინდა. ქუდი, ყელსახვევი, ხელთათმანები, თოვლის/მზის სათვალე
ერთი დღის სამყოფი საკვები, არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, 1 ლიტრი წყალი. თუ ვინმე უკრავთ და თან მღერით, წამოიღეთ ინსტრუმენტი, სიამოვნებით მოგისმენთ ...

❁ფინანსური მხარე:
------------------------
ტურის ღირებულება: (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
კლუბის წევრებისთვის:

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: აუცილებლადა მიუთითეთ სახელი, გვარი და ტურის სახელწოდება!!!
შეინახეთ ჩეკი

✖აუცილებლად!!!
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით

თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 19 იანვარი, პარასკევი.

❁ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას და გამყოლის მომსახურებას.

❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
1.ოჯახიდა 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით. 
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

✖და ბოლოს...

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! პირიქით, თუ რამეს ვნახავთ შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ და მოგვაქვს.
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე და ისეთ თემებზე რაც კამათს გამოიწვევს.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

✖მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

❁წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდაიყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

☎ ლელა
☎ თენგო

☛შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...ყველამ ერთად ვეცადოთ გავატაროთ პოზიტიური დღე....


პ.ს სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში ლომისის მამაოებისთვის წამოიღეთ შაქარი, მარილი, წიწიბურა, ხილი , ტკბილეული და მსგავსი გემრიელობები. ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/01/18
    დაბრუნება
    • 21/01/18