,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ბაკურიანში.
ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ბორჯომის პარკშიც.
28 იანვარი. კვირა
ტურის ღირებულება .
ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ-დან. გავდივართ 8:00სთ-ზე.
ვისაც კუკუშკით სურს ბაკურიანში ამოსვლა 10:30 სთ დავტოვებთ ბორჯომის რკინიგზის სადგურში და გამოემგზავრებით კუკუშკით ბაკურიანამდე. მატარაბელი გადის 10:50 სთ. გზას ანდომებს 2:30 სთ. მაგრამ ამ დროის კონპესირება ხდება დათოვლილი ნაძვნარის ულამაზესი ხედებით.
13:30 საათზე კუკუშკის მგზავრები მოვლენ ე.წ. ოცხაუთიანების საბაგიროსთან.
14:30 საათზე ყველა ერთად წავალთ დიდველის საბაგიროზე.
კუკუშკა მატარებლის ღირებულება:
არის ერთ ლარიანი და ორ ლარიანი ვაგონები.
ყველა ვაგონში არის გათბობა.
დანარჩენები ვისაც კუკუშკა არ სურს 14:30 საათამდე ვიქნებით ოცდახუთიანების საბაგიროსთან, სადაც არის უამრავი გასართობები. ( ციგები, ბუარანები, მარხილები, ცხენები, თხილამურები, კაფე-ბარები და ა.შ)
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით.
- ცხელი ყავა - ჩაი დღის განმავლობაში.
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
- ერთჯერადი ჭურჭელი.
ღირებულებაში არ შედის :
-საბაგიროს ბილეთის ღირებულება ( )
-კვება. საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად,ერთი დღის სამყოფი.
ვისაც თხილამურებით სრიალი სურს ,თხილამურები შეგიძლიათ იქირაოთ თბილისში ან ბაკურიანში ადგილზე.
17:00 საათზე შევიკრიბებით მიკროავტობუსთან. მივირთმევთ ცხელ ყავას(ჩაის) და დაახლოებით 17:30სთ- დან გამოვემგზავრებით.
ჩამოსვლის დრო 20:30 სთ.
ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის პირად შეტყობინებაში
დაგვიკავშირდით ნომერზე ანი